ის, რაც ჩვენ არ გვეხება

455 46 3
                                    

სახლში როდესაც შევედი ყველანი იქ დამხვდნენ. იცინოდნენ, საუბრობდნენ, სვამდნენ კიდეც. გამიხარდა, როცა არც ერთმა მათგანმა არ მკითხა სად ვიყავი. მხოლოდ შარლოტამ შემომხედა, თვალებით მანიშნა რა ხდებაო, მე კი უბრალოდ თავის ქნევით მივახვედრე, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

იმის იმედი ჯერ კიდევ მქონდა, რომ ჰარი აქ აღარ აღმოჩნდებოდა. არ მინდა აურზაური, არ მინდა მათი ჩხუბის მიზეზი მე ვიყო. ალბათ რეალურ მიზეზს ვერც გავიგებ ჰარის ვიზიტის, მისი სასაუბრო მანერა და ქცევები რამდენიმე წუთის წინ ჩემთვის გაუგებარ ობიექტს წარმოადგენდა, თუმცა რაც იყო იყო!

კეტრინის გვერდით ჩამოვჯექი, ხმა არ ამომიღია, ნაილი საუბრობდა, გვიან შევუერთდი მათ საუბარს, თუმცა მისი სიტყვებიდან გამომდინარე მარტივი გამოსაცნობი იყო, საკუთარი ბავშვობის ისტორიას ყვებოდა, ამასთან ყოველი სიტყვის ბოლოს იცინოდა.

პრინციპში ყველა იცინოდა ჩემს გარდა, ამ ისტორიისთვის თავიდანვე არ მომისმენია და ცოტა გამიჭირდა დასკვნების გამოტანა, თუმცა ზრდილობის გამო მაინც გავიღიმე.

ხუთი წუთი არ იყო გასული შონის მობილურმა ბზუილი ატეხა, სიცილით დახედა მობილურს, სახე დაუსერიოზულდა როცა ნომერს შეხედა და მაშინვე გარეთ გავიდა.

-ამას ყველაფერი რიგზე აქვს?-იკითხა ნაილმა და ცერა თითი გარეთ გასული შონისკენ გაიშვირა, თუმცა პასუხი არავისგან მიუღია.

იმ ადგილიდან, სადაც მე ვიჯექი კარგად ჩანდა შონი, ფანჯრის მეორე მხარეს იდგა და ვიღაცას გამალებული ესაუბრებოდა. პარალელურად აქეთ-იქით დადიოდა გაოგნებული,ამავდროულად დაბნეული სახით.

აღარ მიმიქცევია მისთვის ყურადღება, უფრო სწორად აღარ განვაგრძე თვალის დევნება და ცხვირის ჩაყოფა მის საქმეში. ყურადღება კვლავ ბავშვებზე გადავიტანე, კეტრინიც მობილურში იყო ჩამძვრალი, შიგადაშიგ ნაილს ფოტოებს აჩვენებდა, ამაზე ორივე ერთად იცინოდა.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now