ჰანა

437 42 79
                                    

შონის თხოვნა იყო გაგვეტარებინა ღამე ერთად.

ერთ საწოლში.

პირველად ვათევდი ღამეს მამაკაცის გვერდით(თუკი მამაჩემს არ ჩავთვლით). თავად შონს ღრმად ეძინა, მთელი ღამე არც კი განძრეულა, როდესაც დაწვა დასაძინებლად მაშინ შემომხვია ხელები, ასე ჩაიძნა და დილამდე ასე იყო.

მან მალევე შეძლო ტკბილ ძილს მისცემოდა. მე კი მისი შესანიშნავი სურნელის და მისგან წამოსული სითბოს გამო შედარებით დიდხანს მომიწია ფხიზლად ყოფნა.

იმდენად ვიყავი მასზე აკრული წმინდად მესმოდა როგორ ფეთქავდა მისი გული, იმასაც ვგრძნობდი სუნთქვის დროს მკერდი როგორ აუდიოდა.

მძინარე შონი უცნაურად საყვარელია. თითქოს ძილში იღიმისო, თუმცა რაღა ძილზე გადავედი, ამ ბოლო დროს ფხიზელიც საკმაოდ ხშირად იღიმის.

ეს ჩემთან, თორემ თავის მეგობრებთან ჯერ კიდევ ჩვენი გაცნობის დღიდან იცინოდა.

სანამ დაიძნებდა მოასწრო გაეკეთებინა კომპლიმენტი ჩემს სურნელზე, ღიმილზე და რაღა დავმალო და მკერდზეც. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა არ შემოეხედა ჩემთვის, როცა მის მაისურს ვიცმევდი არ მომისმინა. ურცხვად გამოაპარა თავისი ბინძური თვალები ჩემი სხეულისკენ, სანამ მის დანახვას მოვასწრებდი მან მთლიანად შემათვალიერა და კმაყოფილი გადაწვა საწოლზე.

დისკომფორტი წამითაც კი არ მიგრძვნია მასთან წოლის გამო.

დისკომფორტის საფრთხე მისი ტანსზემოთ შიშველი სხეულის გამო შეიძლება გაჩენილიყო. მაგრამ იმდენად მიმზიდველი იყო მერჩივნა მისთვის მეყურებინა, ვიდრე მოურიდებლად ვყოფილიყავი და მას მაისური სცმოდა.

ვერ ვხვდები ასე როდის გავფუჭდი, მაგრამ რა ვუყო, რომ მომწონს მისი უმაისუროდ ყურება. ხომ ძალიან გამხდარია, მაგრამ პრესი მშვენივრად აქვს გამოკვეთილი და ვერც კუნთებს დაუწუნებ ხელებზე. როგორც ჩანს საკმაოდ ბევრს და ხშირად ვარჯიშობს. სპორტსმენივითაა.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now