ჩვენი პირველი შეხვედრა

1.1K 74 4
                                    

ჰავა საგრძნობლად შეიცვალა, როცა როგორც იქნა ორ სააათიანი დამღლელი ფრენის შემდეგ შემდეგ ვანკუვერში ჩავფრინდით. მამამ გამაფრთხლილა ქურთუკი ჩამეცვა, თავადაც გამიგია კანადა ცივი ქვეყანააო, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე, რომ სიცივეს მხოლოდ ერთი, თხელი გრძელმკლავიანი მაისურით გავუმკლავდებოდი. ფაქტია ძალიან შევცდი!

აეროპორტში გამოაცხადეს, რომ დღევანდელი ტემპერატურა 10 გრადუსია. ჯერ მხოლოდ სექტემბერია. მაშინ როცა სიეტლში ამ დროს უბრალო ტოპი მაისურით დავდიოდი ახლა მომიწია ქურთუკის ჩაცმა, რომელიც მამაჩემმა ჩემს მაგივრად ჩადო ზურგჩანთაში, თან დააყოლა-ხომ გაგაფრთხილე იქ ეციებაო

-მამიდაშენმა დარეკა! უკვე აქაა და გველოდება-ამბობდა და პარალელურად ჩემოდნებს მოათრევდა. აშკარა იყო ძალიან ემძიმებოდა ოთხი ჩემოდნის თრევა, მაგრამ მე არ მომცა უფლება ერთი მაინც ამეღო

-აი ისიც-აღტაცებული ამბობს, როცა გრეთ მდგარ მამიდაჩემს ხედავს, რომელიც გამალებით ეკამათება აეროპორტის დაცვას

-ოლივია-მამა აღტაცებით უქნევს მოჩხუბარ ქალს ხელს, ჩვენსკენ გაბრაზებული სახით იხედება, რაც დაუყონებლივ ღიმილით იცვლება ჩვენი დანახვის შემდეგ. საჩქაროდ თითით აჩვენებს დაცვას, რომ დაელოდოს და ჩვენსკენ ექანება

-მაიკლ-პირველ რიგში მამას ეხუტება, რაზეც ის წუწუნებს:

-ოლივია გავიჭყლიტები!-შემდეგ კი აღტაცებულ მზერას მე მაბყრობს და მაშინვე თვალებში ცრემლები უდგება

-რამხელა გაზრდილხარ-აკანკალებულ ხელებს სახეზე მხვევს და თითქმის მთელს სახეს მიკოცნის. ძლივს შევძელი თავადაც შემომეხვია ხელები და წლების უნახავ მამიდას ჩავხუტებოდი.

-მომენატრე-მხოლოდ ამ სიტყვის თქმას ვასწრებ და დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ამას იგებს. ზედმეტადაა გართული ჩემი თვალიერებით, პარალელურად ცრემლების ღვრით

Perfectly WrongOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz