ახლა რა?

454 48 3
                                    

გაოცებული შევყურებდი მის მომღიმარ სახეს. ჰაეროვნად და ნაზად დასრიალებდა პარკეტზე თითქოს ეს აქამდე მილიონჯერ გაუკეთებია. შეძლებისდაგვარად ცდილობდა მეც ვემოძრავებინე, რადგან მისი დანახვისას გავშეშდი და უმოქმედო მდგომარეობაში აღვმოჩნდი.

-იმოძრავე, მიჭირს შენი აყოლიება-ნაზად თქვა, დატრიალდა და მეც ჰაერში დამატრიალა.

-აქ რას აკეთებ შონ?-ხმადაბლა ვუთხარი, ჯერ კიდევ ვერ დამემალა მისი ნახვისგან გამოწვეული გაოცება

-არ შეიძლება მამაჩემის წვეულებაზე მოვიდე?-მომღიმარმა თქვა.

ცოტა გამაკვირვა მისმა მსგავსმა ხასიათმა, მეშინოდა, რომ თუკი ის ჰარისთან ერთად დამინახავდა გაბრაზდებოდა. ამის ნაცვლად ის საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა, მეტიც, იღიმოდა და უფრო და უფრო მეტად მექაჩებოდა თავისკენ.

ჰარისკენ გავაპარე თვალი, ახალგაზრდა ქალბატონს ეცეკვებოდა, თან ჩვენსკენ იხედებოდა. დაინახა, რომ შონთან ვცეკვავდი და რეაქცია არ ჰქონია. დავეჭვდი, რომ მან ზუსტად იცოდა შონი დღეს აქ იქნებოდა და ამის გამო მომიყვანა, ვერ მივხვდი რატომ, ან რა მიზნით. თავად თქვა, რომ შონი ვერ იტანდა მსგავს ადგილებს...

-ჰარიმ გითხრა, რომ არ მოვიდოდი არა?-ვერაფერი ვუპასუხე მის კითხვას. ზედმეტად დაბნეული ვიყავი იმისთვის, რომ ერთდროულად მეაზროვნა და მეცეკვა. ამის გამო მთელი საქმე შონს დააწვა, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა ჩემი გაყინული სხეულის ამოძრავებას.

ორკესტრი ვალსის უკანასკნელ ნაწილს ასრულებდა. სულ რაღაც სამი წამი დასჭირდა შონს იმისთვის, რომ მის ხელზე გადავეწვინე და ცეკვა სრულიად დაესრულებინა.

თვალებში ინტერესით ჩამაშტერდა, ვერ გეტყვით ზუსტად რას ამბობდა მისი მზერა. მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და თაფლისფერი თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა. ერთი წამი, როცა მის მხარზე უნდა ვყოფილიყავი გადაწვენილი საათებათ მომეჩვენა. ამ მცირე დროის მანძილზეც კი მოახერხა რომ ხელი მთლიანად აეტარებინა ჩემს სხეულზე ნელა და ფაქიზად.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now