შემიძლია დავივიწყო?!

439 43 10
                                    

შაბათ დილა სხვა დღეებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ჩემს გარშემო ისევ ისეთი იყო ყველაფერი როგორც აქამდე. ისევ ციოდა, ისევ ქროდა ქარი, ისევ ყეფდა მეზობლის ძაღლი გაუჩერებლად. წესით თითქმის არაფერი უნდა შეცვლილიყო.

მაგრამ ჩემთვის მაინც იყო რაღაც განსხვავებული. ის სიტყვებზე ფიქრი, რომელზეც აღარ უნდა მეფიქრა. შონის მოულოდნელმა გამოჩენამ პეპლის ეფექტის მსგავსად იმოქმედა ჩემზე. ბევრი არაფერი უთქვამს, მხოლოდ პატარა ცვლილება იყო ჩვენს მეგობრულ ურთიერთობა შორის, რომელიც მგონი არც არსებობდა. სწორედ ამ სიტყვებმა საგრძნობლად იმოქმედა ჩემზე.

საკუთარ თავს ვუმეორებდი: ჯანდაბა აილინ! გაიხსენე როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ის ხომ შონია? ვერ იქნებოდა შენი მეგობარი, ის არ არის ნაილი, მემო, კეტრინი. ის გატეხილი შონია, რომელსაც არ სჭირდება ისეთი მეგობარი, რომელიც მის მტერთან დაამყარებს მეგობრულ ურთიერთობას.

რა თქმა უნდა ის მტერი ჰარი იყო. რამოდენიმე საათიანი ფიქრის შემდეგ მივხვდი, იქნებ მართლა ჰარის გამო აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობათქო, მაგრამ ის სიტყვები, რომლებიც შონმა მითხრა, რომ მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის მაინც უსვამდა მკაფიო ხაზს გაურკვეველ სიტუაციას, რომელშიც ვიყავი.

უბრალოდ თუ არ უნდა შენთან ურთიერთობა გაუშვი! ეს ასეთი რთულია?

დიახ! რთულია როცა თავში კითხვები ისევე ირევა, როგორც ხიდან ჩამოვარდნილი ფოთლები ძლიერ ქარში. რთულია დააიგნორო ყველა ფაქტი, როცა არცერთ კითხვაზე არ გაქვს დამაკმაყოფილებელი, ზუსტი ან თუნდაც მიახლოებული პასუხი.

სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი ვერც უბნის პარკში ჯდომით და ვერც გარემოს თვალიერებით ვიპოვე.

არა! ეს უბრალოდ განსატვირთად იყო საჭირო. რამოდენიმე წუთით პარკის საქანელაზე ჯდომა და იმის ყურება, თუ როგორ მიდი მოდიოდა ხალხი ჰამილტონის ზამთრის ქუჩებში.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now