მისთვის არავინ ხარ!

452 44 2
                                    

რამოდენიმე წუთის მანძილზე მე და შონი ჩუმად ვიჯექით, წინ ულამაზესი ხედი გადაგვშლოდა. ის ყავას სვამდა, მე კი მის მოტანილ ცხელ შოკოლადს, სხვათაშორის ძალიან გემრიელი იყო.

არ მინდოდა ჰარიზე მეფიქრა, რომელიც იმ წუთას ჩვენგან რამოდენიმე მეტრის დაშორებით იყო. ეს ზედმეტად სასიამოვნო მომენტი იყო იმისთვის, რომ მას გაეფუჭებინა.

-გულზე რა გჭირს?-საბოლოოდ დაარღვია შონმა დუმილი, რომელიც ამ მომენტს ასე ალამაზებდა. ამ თემაზე საუბარი ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა, მაგრამ მახსოვს წინა კვირის საუბარი, მახსოვს, რომ მომეშვა და რომ არ მინანია მისთვის გულის გადაშლა.

-დილატაციური კარდიომოპათია-გაკვირვებული სახე მიიღო, აშკარაა ვერ გაიგო რა ვუთხარი

-ადამიანურ ენაზე თქვი

-გულის გადიდება

-ეს საშიშია? ინკურნება?-დაბალი, მშვიდი ხმით მკითხა, თითქოს ეშინია კითხვის დასმისო

-თუკი გულს გადავინერგავ...-მხრები ავიჩეჩე და ჩემი შოკოლადის კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.

ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამს, გასუსული იყო ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა რაც ჩვენ ორნი ასე ვისხედით, უხმოდ, გაუნძრევლად. სახლში სასიამოვნოდ თბილოდა, გარეთ იდეალურად ბარდნიდა, შონის თქმით მთელი ღამე არ აპირებდა გადაღებას, შეიძლება მხოლოდ დილით გაჩერებულიყო.

სიმართლე გითხრათ შანსი რომ მქონოდა სამუდამოდ გავჩერდებოდი ამ ადგილას, ვიჯდებოდი ამ ფანჯარასთან, ალბათ აქ ზაფხულშიც ცივა, შემეძლებოდა აყვავებული ბუნებისთვის მეყურებინა. ზამთარში კვლავ ასე ვიქნებოდი, ცხელი შოკოლადით ხელში, დათოვლილ ნაძვებს შევხედავდი, ოღონდ ამ შემთხვევაში პრობლემები არ მექნებოდა, თავისუფალი ვიქნებოდი როგორც თევზი წყალში.

-როგორც თევზი წყალში-ჩუმად ჩავილაპარაკე, ამან კვლავ მიიქცია შონის ყურადღება, რომელსაც ამ დროის მანძილზე თვალი არ მოუშორებია გორის ზემოთ მდებარე სასტუმროსთვის, თითქოს გრძნობდა ჰარის იქ ყოფნას, თითქოს რაღაცას ეჭვობდა...

Perfectly WrongWhere stories live. Discover now