თოვლის ანგელოზი

346 43 14
                                    

შონთან ერთად კიდევ მოვინახულე რამოდენიმე ადგილი: ზოოპარკი, კასა ლომა, გასართობი პარკი და წმინდა ლოურენსის ბაზარიც კი, სადაც ჩემი გემოვნებით არჩეული სამაჯურები ვიყიდეთ. დაახლოებით ერთნაირი იყო, მხოლოდ ფერში განსხვავებით, ჩემი ყავისფერია, შონის შავი. ყველაზე დიდი დრო მაინც მუზეუმის თვალიერებას მოვანდომეთ. არც ვაპირებდი იქიდან გამოსვლას შონს ძალით რომ არ გამოვეთრიე საყვედურებით, რომ უნდა გვეჩქარა.

დაახლოებით 7 საათი იყო თითქმის ყველაფერს მოვრჩით. ერთადერთი სანახავი ადგილი, რომელიც შონს განრიგში ეწერა ტელეაანძარა იყო, 553 მეტრიანი, ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი შენობა.

უკვე შებინდებული იყო და ანძაც უკვე გაენათებინათ. ფერები მასზე მონაცვლეობით იცვლებოდა. მასთან მიახლოებისთანავე ტანში დამიარა. ქვემოდანაც კი უზარმაზარი ჩანდა. შონმა ეს შეამჩნია და ფრთხილად დამქაჩა შიგნით შესასვლელად. კედელს ორი ლიფტი უყვებოდა. ერთ ერთი მათგანიდან ზუსტად მაშინ გამოვიდა ორი ახალგაზრდა როცა ჩვენ შევედით.

-ზამთარი რომ არ იყოს შევძლებდით კიდეზე გაგვევლო, ცოტა საშიშია, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა, როცა ქალაქს ამ სიმაღლიდან უყურებ თან კიდეზე დგახარ წელზე თოკშებმული-შონი ისე საუბრობდა ნათელია მსგავსი რამ აქამდე გაკეთებული ჰქონდა. სიამოვნებით გავაკეთებდი მეც, თუმცა ზამთარში ხალხს ამის უფლებას არ მისცემენ. რკინის კიდე იყინება და დიდი შანსია ვინმეს მასზე ფეხი აუსრიალდეს.

ლიფტში შესვლისას შონმა ყველაზე მაღალ სართულზე ასასვლელ ღილაკს მიაჭირა ხელი. როგორც კი კარი გაიღო რესტორანი აღვმოჩნდით. გაოცებულმა გავიხედე აქეთ-იქით, ასე ჩავმული, თანაც ასეთ რესტორანში. შონისთვის მადლობა მაქვს სათქმელი ეს რომ გამიჩალიჩა.

როდესაც ლიფტიდან გავიდა იქვე მდგარ მოლარეს საკუთარი სახელი უთხრა, მანაც დაუკრა თავი და ანიშნა საით იყო ჩვენი მაგიდა.პირდაპირ ფანჯრის გვერდით, რომელიც მთლიან ქალაქს გადაჰყურებდა. აღმოჩნდა, რომ შონს წინასწარ ჰქონდა დაჯავშნილი. ამიტომაც იყო ანძა ჩვენი ბოლო გაჩერება.

Perfectly WrongHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin