《31》

1.1K 116 78
                                    

ჭექა-ქუხილისგან უეცრად შევხტი.

საშინელი სიზრისგან ისედაც გაოფლილს გული ამიჩქარდა.

წვიმდა.

წვრილი წვეტები ზანტად მოქროდნენ ღრუბლებიდან მიწისაკენ.

გაელვებამ თვალები მომჭრა.

თვალები მოვისრისე და წამოვჯექი.

"მთელი ღამე არ გეძინა და დილის შვიდ საათზე რას წამოხტი?" ჩემს საძინებელში, დივანზე იუჯინი გაშოტილიყო და დაბალ ხმაზე, უცხოურ სერიალს უყურებდა.

ნეტა თუ ესმის მაინც.

წინა დღის მომხდარის გამო ნერვიულობა შიგნიდან მღრღნიდა და ძილი ვერ შევძელი.

დაწოლისას თავბრუსხვევები დამეწყო და რამდენჯერმე ვაღებინე კიდევაც. იუჯინმა მე მაინც არ მეძინებაო, შენ შეეცადე დაიძინო და თუ რამეა აქვე ვიქნებიო.

გათენების გამო თვალები ჩასწითლებოდა.

ტანსაცმელი მალევე ჩავიცვი. "მოვიდა?" იმედით ამოვილუღლუღე.

"არა" მოკლედ მომიჭრა და პულტზე ღილაკებს ალაგ-ალაგ დააწვა.

მხრები ჩამოვყარე.

ან რა ჯანდაბას ველოდი?

ვიცი რომ რაც ჯონგუკს გავუკეთე არ იყოს სწორი. მაგრამ მთელი გულით მინდოდა რომ ქეჰიონის სიტუაცია გაეგო და ეპატიებინა.

არაუშავს თუ ამის მერე ის მე აღარ მენდობოდა. არაუშავს თუ ამის მერე თავისი ცხოვრების კარს გამოხურავდა, გადავიტანდი თუ ის თავის თავზე აღარაფერს მომიყებოდა და გამანდობდა ისეთ რაღაცეებს, რაცს სხვებს ვერ ან არ უყვებოდა.

გავუგებდი.

რადგან ერთხელ რომ მენდო, იმედები გავუცრუე. არანაირი საბაბი აქვს იმის რომ ახლიდან სცადოს ჩემი ნდობა.

"ყავას მოვიდუღებ...გინდა?" ტელეფონს დავწვდი და კარებთან მივედი. "სხვები სად არიან?"

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon