《22》

1.6K 141 35
                                    

დარბაზში დაბრუნებულებს, ჩვენს მაგიდასთან დამატებული სკამები დაგვხვდა, სადაც კეჩანგი, დოიონი, ჯეიკი და იუჯინი ისხდნენ.

"სადიყავით?" იუჯინმა გადმომიჩურჩულა როცა გვერდით მივუჯექი და ეშმაკურად გაიღიმა.

"არაფერი ისეთი არ გაგვიკეთებია, დაწყნარდი" გამეღიმა და წარბები ავუზიდე.

"კი, როგორ არა" თვალები აატრიალა "ჯონგუკ, ტუჩებიდან არეუმის წითელი ტუჩსაცხი მოიშორე" გაღიმებულმა ჯონგუკს გადახედა.

აწითლებულმს გამეცინა სახეზე ხელები ავიფარე.

სანამ ჯონგუკი ტუჩებზე ხელებს ისვამდა პომადის მოსაცილებლად, ხანში შესულმა მამაკაცმა საუბარიც დაამთავრა.

ახლახან შევამჩნიე რომ ამ კაცს გვერდით ახალი კომპანიონები ესხნდნენ.

"ვინები არიან?" იუჯინსა და ჯეიკს გადავულაპარაკე.

"ვინ, ის სამნი? ვინც ახლა ლაპარაკობდა ჯონ კიონგი იყო Angard-ის ლიდერი, მისგან მარცხნივ Eskizel-ის ლიდერი ჯუნგ სონჯი უზის, მარჯვნივ KKL-ის, ლედი ლაურსი." ჯეიკი ჩემსკენ გადმოიწია და ხელაფარებულმა მითხრა.

როგორც შემქმნელებს შეეფერებათ, ჩვენგან განსხვავებულ გარემოში ისხდნენ სამივენი, სახით ჩვენსკენ მართკუთხედ გრძელ მაგიდაზე.

სონჯი და კიონგი თავისთვის ხელაფარებულნი ჩურჩულებდნენ, სანამ ლედი ლაურსი წარბშეკრული და ფეხებ გადაჯვარედინებული სათითაოდ ყველას აკვირდებოდა.

მისი თანაშემწე კაილი, ის თეთრ თმება შავკანიანი მაღაზიიდან, ჩვენს უკანა მაგიდაზე ისჯდა სხვებთან ერთად.

რამდენჯერმე გადავხედე.

კარგის მომასწავებელი გამოხედვა არ ჰქონდა. ისიც თავისი ლიდერის მსგავსად თავჩაღუნული და თვალებმოწკურული აკვირდებოდა გარემოებას.

***

ჯეიკმა ცალი ხელი წელზე მომხვია და საცეკვაოდ გამიყვანა, როცა მოგვიწოდეს წამოვმდგარიყავით და ნელი მუსიკები ჩაგვირთეს.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now