《16》

2.1K 176 35
                                    

"იუჯინ! ღმერთო ჩემო!" კარები მივხურე და მისკენ გავიქეცი.

წამომჯდარი საწოლის საზურგეს ეყრდნობოდა. თითები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და წინ კედელს უაზროდ მიშტერდებოდა.

მივვარდი და კისერზე მოვეხვიე. "კიდევ კარგი კარგად ხარ"

ასლუკუნდა. "ბოდიში არეუმ, ბოდიში"

მისი ცრემლები ჩემს თმაში ჩაიღვარა. უფრო მაგრად შემოვეხვიე.

"ყველაფერი კარგადაა, ჩუ" წყნარად ვუთხარი და თითები თავზე ნაზად გადავუსვი.

"თავიდანვე შენთვის უნდა მომესმინა, ვიცი რომ ჩემთვის კარგი გინდოდა"აკანკალებული და ძალა გამოცლილი ხელებიც მაიკაზე მომექაჩა.

მივეცი საშვალება ეტირა.

"ახლა კი..." უკან გავიწიე. "ახლა კი სახლშიც ვეღარ დავბრუნდებით..."

"მოიცა, გითხრეს უკვე?" წარბი ავუწიე.

"იმ ამერიკელმა ტიპმა მითხრა შენი და აგიხსნისო, მაგრამ ისე დავიჟინე, ბოლოს ყველაფერი მოვაყოლე"

"და...ეთანხმები იმას რომ ჯონგუკთან უნდა დავრჩეთ?"

თავი დამიქნია. "რათქმაუნდა. თან ხომ შენ მას ენდობი"

ტუჩი მივიკვნიტე. "ჰო...ასეა"

"რაცარუნდა იყოს..." პაციენტის თეთრი ხალათის ბოლოებით ცრემლები შეიწმინდა. "არც მემაქვს დიდი სურვილი მშობლებთან დავბრუნდე და თვალი გავუსწორო...არ მექნება იმდენი ძალა რომ ყველაფერი ავუხსნა იმათ, ვინებიც ჩემს უსაფრთხოებაზე სულ ზრუნავდნენ...რომ მათი შვილი იმნაირთან ერთად დაეხეტებოდა..."

ამოვიოხრე.  "იმედია მალე ყველაფერი დალაგდება"

***

მანქანა განათებული ჭიშკრის წინ გაჩერდა.

მთელი გზა ყველა დადუმებული იყო. ამჯერად საჭეს კეჩანგი ეჯდა და გვერდით დოიონი.

ჩემს წინ ჯონგუკი ხან მწველ მზერას მესროდა, ხან მის გვერდით მჯდომ ჯეიკთან გააბავდა საუბარს.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Dove le storie prendono vita. Scoprilo ora