《20》

1.9K 148 4
                                    

მაღაზიაში გასახდელთან ვიდექი და იუჯინს კაბებს ვაწვდიდი, რომ საბოლოოდ შეერჩია.

"იცი, იმ ყველაფრის შემდეგ წესიერად დალაპარაკების შანსი არ მოგვეცა" ჩამოშვებული ფარდის მეორე მხრიდან მითხრა.

"ჰოომ..." ჩავიდუდღუნე.

"რა გჭირს?"

"არაფერი, ისეთი...უბრალოდ მეუცნაურება ის ფაქტი რომ მათ სამყაროში ასე ღრმად ვართ ჩაფლულნი. თან გაიგე რათქვა? სანამ ჩვენს მფარველობაშიხართ, გარკვეულწილად ბანდის წევრებად ითვლებითო"

იუჯინმა ამოიოხრა. "სხვა არჩევანი გვაქვს?"

ტუჩი მოვიკვნიტე. მართალი იყო.

უეცრად ხელიდან კაბები გამივარდა.

მხრებზე ხელები ჩამავლეს და მაიძულეს შევბრუნებულიყავი.

მოულოდნელობისაგან გავშეშდი, და ჩემს წინ მდგომ ბიჭს თვალებში ჩავხედე.

შავი მხრებამდე, სწორი თმა ჰქონდა, ცისფერი თვალებით. აზიელის არაფერი ეტყო.

მას უკან, კედელთან თვალდახუჭული და ხელებგადაჯვარედილებული შავკანიანი ბიჭი ედგა. მოკლედ შეკრეჭილი თმა თეთრად შეეღება და ცხვირის ნესტოებთან ოქროსფერი პირსინგი ეკეთა.

ხანს ერთს შევხედე, ხან მეორეს.

ხმას ვერ ვიღებდი. ყველაფერი იმაზე სწრაფად მოხდა ვიდრე გაანალიზებას მოვასწრებდი.

ბიჭს ხელები არ გაუშვია.

"ჯონგუკს იცნობ?" ალაპარაკდა. კორეული მოსალოდნელზე უკეთესად იცოდა.

ცისფერი თვალები ნამეტანი მკვეთრი იყო, ალბათ კონტაკტურ ლინზებს ატარებდა.

ნერწყვი გადავყლაპე და თავი დავუქნიე. "კი"

"ვის ელაპარაკები?" იუჯინმა თავი ფარდიდან გამოყო და გაოგნებულს ენა ჩაუვარდა.

ცისფერთვალებამ როგორც იქნა ხელი გამიშვა და ჩაიღიმა.

"ძალიან კარგი. ვიმედოვნებთ, წერილი მიიღეთ და მოსვლას აპირებთ?"

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now