《25》

1.5K 125 11
                                    

მძღოლს ფული გადავუხადე, მინჯუნის მოცემული გრძელი მოსაცმელი ტანზე მჭიდროდ შემოვიხვიე და გადმოვედი.

იმ ადგილისთვის, სადაც დაჯგუფებების უმრავლესობა ცხოვრობს, სიწყნარეა.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ქალაქის ცენტრია.

ცარიელ ქუჩაში აქეთ-იქით ვიყურებოდი.

მაღალ შენობებს შორის ბარებისა და კაფეების გამოყოფა ისე არ გამჭირვებია როგორც მოველოდი.

ჩინური ორნამენტებით მორთულ შენობასთან ორი დაცვა იდგა.

ამ შენობასთან საეჭვოდ ბევრი მანქანა იყო გაჩერებული.

გარშემო კიდევ ერთხელ მივიხედე. სხვა ამ ადგილის ნაირი არაფერი იყო. თუ ბედი ჩემს მხარესაა, მინჯუნი აქ უნდა იყოს.

დაცვას მივუახლოვდი.

"სახელი?" ერთ-ერთმა შავსათვალიანმა განუნძრევლად მკითხა.

"მ-მე არ ვარ ჩაწერილი. სხვანაირად ვერ შევალ" მოსაცმელს ხელები მოვუჭირე.

"უკაცრავად. დაჯავშნის გარეშე შიგნით ვერ შეაღწევთ. პერიმეტრის დატოვებისკენ მოგიწოდებთ" წინ წამოვიდა და მხარზე მომაწვა.

"ეს აუცილებელია! იქ აუცილებლად უნდა მოვხვდე!" გავუძალიანდი და მკერდში იდაყვი მწარედ ჩავარტყი.

უეცარი მოქმედებისგან და ტკივილისგან პარალიზებული შესასვლელთან დაგებულ წითელ ხალიჩაზე ჩაიკეცა.

დრო ვიხელთე და გამჭირვალე კარებისკენ გავიწიე.

მეორე, რომელიც ქვასავით უძრავად იდგა თმაში მწვდა და უკნიდან მომქაჩა.

ტკივილისგან უკან გადავიხარე და ხელები ჩავავლე. ხალიჩაზე ფეხი ამიცურდა.

"დღევანდელი დღე PAKLY-ის აქვს დაჯავშნილი, თუ მათ სიაში არ ჩაგწერეს, ესეიგი აქ არც უნდა მოსულიყავით! ერთ-ერთ პრესტიჟულ ბანდას იმედებს ვერ გავუცრუვებთ იმით რომ ვიღაც უცნობი შემოვუშვით! თუ ახლავე არ დატოვებთ აქაურობას, თქვენი მოკვლა მომიწევს!" კაცმა თმებზე კიდევ უფრო მომქაჩა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now