《13》

2.1K 175 55
                                    

შიშის დაფარვა მინდოდა, მაგრამ არაფრით გამომდიოდა.

"რახდება?! რაჯანდაბას მიკეთებთ!" გავიბრძოლე როცა ორმა პალტოიანმა, მათშორის იმ გრძელთმება ქერამ, უკანა სავარძლებზე გადმოინაცვლეს.

არცერთი ხმას არ იღებდა.

მათი უფროსი აბოლებდა და თან მწვავე მზერას არ მაშორებდა.

"გამიშვით! სრულ ჭკუაზე თუ ხართ!?" ფეხი მოვიქნიე, მაგრამ ქერამ აიცილა.

გული გამალებით მიცემდა.

უფროსის გვერდით მჯდომმა, ჯიბეებში დაიწყო ქექვა, სანამ პატარა ყუთი არ ამოიღო და შპრიციც არ ამოაყოლა.

ქერამ ხელი გაუწოდა და ორივე ნივთი გამოართვა.

ჩვენს გვერდით მჯდომ მინჯუნს გადავხედე.

ფეხები განზე გაეშალა, ხელისგულებით მუხლებს ეყრდნობოდა და წინ გადახრილი, არავის გვიყურებდა. გაოფლიანებული თმა სახეს უფარავდა.

"მინჯუნ რას აკეთებენ?...." თვალებაცრემლიანებულმა ამოვიხრიალე.

მინჯუნმა თავი ოდნავ შემოატრიალა და ცალი თვალით შემომხედა. არაფრისმთქმელი თვალით.

პასუხს არ აპირებდა.

ავტირდი.

ავტირდი და თან ქვედა ტუჩს ვიკბენდი. არ მინდოდა ამათ წინ ბოლოხმაზე მეტირა. მაგრამ თან ეს ძალიან მინდოდა. ძალიან.

თავი უკან გადავაგდე და დავიცადე.

დაე, მოსახდენი მოხდეს.

რამდენიმე წუთი უსასრულოდ გაიწელა.

მანამდე ქერამ ყუთიდან პატარა ამპულა ამოიღო, თავსაფარში შპრიცის ბოლო გაუყარა და სითხით გაავსო. ყუთი პატრონს უკან დაუბრუნა.

"მინჯუნ, გამოართვი" უფროსმა ჰაერში კვამლი აუშვა და მინჯუნს მკაცრი ხმით უბრძანა.

მინჯუნი კბილებს ერთმანეთს მჭიდროდ უხახუნებდა და სახის გამომეტყველებიდან, ემჩნეოდა რომ ბრაზს იკავებდა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें