《21》

1.8K 147 12
                                    

"ყურადღება, გთხოვთ!" დარბაზის შუაგულში ხანში შესულმა მამაკაცმა შუშის ჭიქაზე კოვზი მიაჭახუნა.

მუსიკა შეწყდა და ყველა მისკენ მიბრუნდა. ჯონგუკს მკლავზე ჩავეჭიდე.

"მოხარული ვარ, რომ მოსვლა ყველა ჯგუფმა მოახერხა. მოდით, დასხედით და ვისაუბროთ"

დარბაზის შუაგულში მოოქროვილ გადასაფარებლიანი მრგვალი მაგიდები იყო გაწყობილი. მასზე ხილი, ნამცხვრები და სასმელები ეწყო.

ჩვენ შუაში, ბოლო ორი თავისუფალი ადგილები დავიკავეთ. ჩვენს მაგიდასთან კიდევ ორი ჯგუფის ლიდერი და თავიანთი თანაშემწეები ისხდნენ.

ჩემს გვერდით მჯდომი წინ გადაიხარა და ჯონგუკს გახედა.

"ეე, როგორ ხარ" სახე გაებადრა და ბაფთა შეისწორა.

ჯონგუკი ნაცნობ ხმაზე მისკენ შემობრუნდა.

"ჯუნმინ! მოხარული ვარ რომ მთელს გხედავ" გადაწვდა და ხელი ჩამოართვა. ჩემი სკამით უკან ჩავიჩოჩე რომ სივრცე მიმეცა მათთვის.

"აბა, აბა. ავარია რას დამაკლებდა"

ჯუნმინი ჩვენზე პატარას გავდა. დაზაგრული სუფთა კანი და ხუჭუჭა ოქროსფერი თმა ჰქონდა, გვერდებში ახოტრილი.

ჯონგუკს მალე ჯუნმინის თანაშემწე და მაგიდასთან დარჩენილი ორი სხვაც მიესალმა.

ჯუნმინმა ოქროს ჩასადებიდან სიგარეტი ამოიღო და ჯონგუკს გაუწოდა.

"როგორც მოგეხსენებათ, წლევანდელი წვეულება სულ ცოტათი შეგვიგვიანდა" ისევ ის შუახნის კაცი, ფეხზე წამოდგა.

გავიგონე ჯონგუკმა ირონიულად როგორ ჩაიცინა.

ვცდილობდი ყური დამეგდო ფეხზე წამომდგარი შუახნის მამაკაცისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ გამომდიოდა.

ხელებს ერთმანეთს ძლიერ ვუჭერდი. ნერვიულობისგან გული ამიჩქარდა.

არიყო ეს ის გარემოცვა რომელზეც ვოცნებობდი. არიყო ეს ის მომავალი რომელიც მე მინდოდა ან მსურდა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now