《26》

1.5K 120 49
                                    

"ეს ჩვენი პირადი სივრცეა, დღეს მთლიანად ჩვენთვის დავჯავშნეთ. ამიტომ, არაფრის მოგერიდოს" ჰაიუნმა ტუჩის ბოლოები აპრიხა.

"ჰოო...მადლობა"

ყველაფრის გაანალიზება ცოტა მიჭირდა. ამწამს, სიკვდილს ამ გოგომ გადამარჩინა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ.

არადა მცველს უბრძანა არ მოკლათ, ვიცნობო.

"მითხარი...რატომ მოიტყუე... იმაზე რომ მიცნობ...?"

ჩემს მხარზე ხელი ჯერ კიდევ ედო.

"სიკვდილი გერჩივნა?"

"არა! უბრალოდ რაღაც მიზეზი ხომ ყველაფერს აქვს-"

"თუ შენც სიცოცხლე გირჩევნია, უბრალოდ მადლობა გადამიხადე და დროებით ზედმეტად ნუ ილაპარაკებ"

ამჯერად არ გამიღიმა. ჩემთვის გაურჩეველი მზერა მესროლა და მაგიდებისკენ გაბრუნდა.

მომწვანო კედლებზე ღვინოს ბოთლები სიმეტრიულად მიემაგრებინათ.

უცნობ ხალხში მარტო დავრჩი.

"ჰეი, წამოდი. ასე გახსნილად დგომას ამათ შორის არ გირჩევდი"

მინჯუნმა თითები ჩემსაში უეცრად შეასრიალა. ამ უეცარმა შეხებამ და ხმის გაგებამ შემაშინა.

თვალებში ჩავაშტერდი.

სისხლი ამიდუღდა.

"აჰჰ, ახლა გახდა ჩემი უსაფრთხოება სადარდებელი?" საპასუხოდ მე თითები არ მის თითებზე არ მომიჭერია. "შესასვლელთან სხვა რამე ვიფიქრე, მინჯუნ"

უმეტყველო სახით ვუპასუხე და შევეცადე მისი თითები ჩემსას ჩამომეშორებინა.

მაგრამ ხელს ძლიერად მიჭერდა.

"არა, არა" თავი თვალდახუჭულმა გააქნია.

"მართლა დაიჯერე, რომ ვინმეს შენს მოკვლას გავაბედვინებდი? უბრალოდ, ვიცოდი, რომ ჰაიუნი კარებიდან ჩუმად გვაკვირდებოდა. არმინდა მან დაინახოს რომ...რომ..."

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Wo Geschichten leben. Entdecke jetzt