《27》

1.3K 130 82
                                    

"ჰეი" მხარზე თითების შეხება ვიგრძენი.

დივანზე მოკუნტულს გამომეღვიძა.

"გაგაღვიძე? მეგონა, უბრალოდ ისვენებდი..." ჯონგუკმა თბილად გამიღიმა.

ჩაბნელებულ ოთახში ტელევიზორი ანათებდა. ახალ გამოღვიძებულზე გამოსხივებამ ჩემს თვალებზე ცუდად იმოქმედა და თვალების სრესვას მოვყევი.

"არა, არაუშავს" დავამთქნარე. "მე უბრალოდ...შენ გელოდებოდი"

ტელევიზორში THE END OF THE FUCKING WORLD-ის შემდეგი სერია თავისით დაიწყო.

"მე? რაიყო, მოგენატრე?" ჩემს გვერდით დივანზე დაღლილი დაეშვა.

"ეგრეც შეიძლება ითქვას ფეხები ავკეცე. "სამი დღეა აღარ მოსულხარ. ახლა იმათთან მუშაობ, ჰომ? შემქმნელებთან"

სამმა დღემ ძალიან ჩუმად ჩაიარა. ვიღვიძებდი, ყველა ერთად ვსაუზმობდით, ტელევიზორში რამეს ჩავრთავდით მე და იუჯინი სანამ ბიჭები სადმე გავიდოდნენ, ამასობაში დაღამდებოდა და ვიძინებით.

გარეთ ჩვენი გასვლა რისკიანი იყო, თან საკეთებელიც არაფერი გვქონდა. ისინი კი ვიღაც-ვიღაცეებს ხვდებოდნენ და საქმეებს აგვარებდნენ. ერთხელ გაყოლაც შემომთავაზეს, მაგრამ ჩემს თავს დამტყდარი ქაოსიც მეყოფოდა.

"ჰო, მთხოვეს რო მათთან ერთად მეთანამშრომლა. ბოლო-ბოლო, ჩვენი ჯგუფის ურთიერთობას აგვარებენ სხვა დაჯგუფებებთან, ცოტა არაადეკვატურია, როგორც ლიდერმა, დახმარება როარ შევთავაზო იმ საქმეში რომელიც ჩვენ გვეხება. თან ლედი ლაურსმა შემომთავაზა ეს იდეა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა ლიდერებთან, ბიზნესის მხრივაც კავშირებს ვქმნით და ვცილობთ დაძაბულობა ჩავახშოთ"

"მერე, მუშაობს ეს ყველაფერი?" დაინტერესებულმა ვკითხე.

თავი დააქნია. "ჯერ ჯერობით, ყველაფერი რიგზეა"

სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ სერიალიდან ამონარიდი საუბარი და მუსიკა თუ ისმოდა.

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now