《9》

2.7K 209 10
                                    

უზარმაზარი სასახლის მსგავსი შენობისწინ გააჩერა.

ამისთვის სახლის წოდება შეურაწყოფა იქნებოდა

შენობას გისოსები ერტყა გარშემო. შესასვლელი ჭიშკარი უზარმაზარი იყო.

აქედანაც კი ჩანდა თუ როგორ ანათებდა შიგნიდან დაყენებული განათებები. შადრევანის გარშემო პატარა ნათურები ებნია, რაც გადმოფრქვეულ წყალს სიკაშკაშეს ანიჭებდა.

ამ სანახაობას სუნთქვა შეკრულმა გავხედე.

თავი უცბად CRAZY RICH ASIAN-ის ფილმში მეგონა.

***

მინჯუნმა კარები მიხურა და გვერდით დივანზე მომიჯდა.

"გავიდეთ დღეს სადმე?" ფეხები გადავაჯვარედინე და გაღიმებულმა გავუცინე.

"ჰოო...რავი" ისე მიპასუხა თითქოს არც მისმენდა.

"მისმენ?" თავი გადავხარე.

"ჰოო, მაცადე რა იუჯინ" გაღიზიანებულმა წარბები შეკრა და წამოდგა.

ოთახში აქეთ იქით დადიოდა. მობილურში ხან ტექსტს აკრიფავდა, ხანაც წაშლიდა. არ ვიცი რას აკეთებდა.

"ანუ დღეს ვერაფერს ვერ ვიზამთ...? იცი, რაღაც ამ ბოლო დროს ვერ ვართ ერთმანეთთან კარგად... მე თუ არ გითხარი სადმე გასვლაზე, ერთხელაც არ რეკავ, ან მწერ, ან არცკი მოდიხარ ელემენტარული ჩემს სანახავად. დღესაც რამდენი გეხვეწე მოდი თქო, მაგრამ ვიცი ნამუსის გამო მოხვედი და ერთ საათში უკვე წასულიც იქნები...აღარ გიყვარვარ?" დივნიდან წამოვიწიე.

"იუჯინ, მაცადე, გთხოვ"

"ხანდახან შენც უნდა იფიქრო ჩვენზე, და მარტო მე არ უნდა ვიმტვრევდე თავს იმაზე ფიქრით ყოველდღე რომ აბა ახლა რითი დავკავდეთ რომ ურთიერთობა შევინარჩუნოთ, კლუბში როცა მივდიოდით, შუაგზაში გადაიფიქრე და სახლთან დამტოვე, რამოხდა ეგეც არამიხსენი! ტელეფონზე დამირეკეს საქმე გამომიჩნდაო და იმ შუაღამე კაციშვილმა არიცის სად გაქრი! ჩემზე იცი როგორ მოქმედებს შენი ასეთი საქციელები? ძაან განვიცდი და ყელშია უკვე! შენ მარტო როცა ჩემი საწოლში მოხელთება გინდა მაშინ მაკითხავ ხოლმე, სექსის მერეც ეგრევე დგები და მიდიხარ. სად რა როგორ რანაირად--არაფერს არ მეუბნები. ჩემზე კი ყველაფერი იცი. არ შემიძლია მე ასე გაგრძელება, ასე-"

კრიმინალი 1 | ჯ.ჯკ🌙Where stories live. Discover now