თავი მეცხრამეტე

32 6 5
                                    

სარკესთან მჯდომი ვილიამი საკუთარ თავს უცქერდა და ფიქრობდა თუ რამდენი რამის გადატანა მოუწია. დარჩა ბავშვობის გარეშე რაც მისთვის მტკივნეული საკითხი გახლდათ, აღმოაჩინა, რომ მისი მშობლების ავარიაში სიკვდილი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. მკვლელობები, ღალატი, ტყუილები, საყვარელი ადამიანების კარგვა. ეს ყველაფერი საბოლოოდ ანადგურებდა ვილიამს და ყველანაირ შანსს უსპობდა გაეგრძელებინა მშვიდად ცხოვრება. ხშირად სდომებია ქვეყნიდან გაქცევა და ერთ მიყრუებულ ადგილად ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ ვალდებულებები თავს ახსენებდა. შურისძიების გეგმას, რომელიც მუდამ აღფრთოვანებდა აზრი დაეკარგა, წამიერი სიამოვნების გამო ადამიანი მოკლა. ნათქვამია, არაფერი ინანო თუ კეთების დროს ბედნიერი იყავიო, მაგრამ ეს ზედმეტია.

სკარლეტის მსგავსად სიცოცხლით სავსე არ ეთქმოდა. გოგონა მიუხედავად საკუთარი ტკივილისა მუდამ ცდილობდა თითოეული მეგობრისთვის ბედნიერება მიენიჭებინა, მაგრამ ვილიამს ეს აღარ გამოუვიდა. საშინელებაა საკუთარ თავს ადანაშაულებდე იმ ყველაფერში რაც შენგან დამოუკიდებლად ხდება, მაგრამ ვილიამს ნამდვილად შეეძლო ყოველივე.

ახალგაზრდამ უკანასკნელად შეავლო თვალი საკუთარ ჭრილობებს და პერანგის ღილები შეიხსნა და აივანზე ნელი ნაბიჯებით გავიდა, სკამზე ჩამოჯდა და მაჯებზე არსებული ჭრილობები ელასტიური ბინტით შეიხვია. ვერცერთი იარა ვერ შეედრებოდა ყველაზე მტკივნეულს, რომელიც დედამ დაუტოვა. რატომ იშვილესა და გაზარდეს თუ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად უნდა ექციათ? ამ კითხვაზე პასუხი არასდროს ჰქონია. ქალის უემოციო გამოხედვა არ ავიწყდებოდა, როდესაც გაიგო, რომ მისმა აღზრდილმა შვილმა ადამიანი მოკლა. არც ადვოკატი დაიქირავა მისთვის, რომელიც მის ნორმალურად დახმარებას შეძლებდა, შეიძლება ყოველივე წინასწარ ჰქონდა გათვლილი, იქნებ თავადაც მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფრის დაგეგმვაში, ვინ იცის?

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now