თავი მეთოთხმეტე

69 9 3
                                    

კარის სახელური ნელა ჩამოსწია და ფსიქოლოგის ოთახში შევიდა, სკამზე უნებართვოდ ჩამოჯდა.

პერსონალური ინფორმაციის ჩაბარების შემდეგ ფსიქოლოგმა ჰკითხა თუ რა აწუხებდა.

- გულწრფელად გითხრა? სამყარო, ადამიანები, მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ზოგადად თქვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა მაქვს.

ქალმა სათვალე შეისწორა და წიგნის ფურცვლა დაიწყო, თან ბიჭს თვალს არ არიდებდა.

"არაპროფესიონალიზმის სუნი მცემს"

- შეგიძლია მეორე სართულზე ახვიდეთ, უკეთეს თერაპიას შემოგთავაზებენ.

- ჩემს პრობლემებია სიას კვლავ მიემატა ახალი პრობლემა: არაპროფესიონალისტების მსგავსი რეკორდული ზრდა! ფრთხილად წამოდგა და კარისკენ გაემართა, ნელი ნაბიჯებით გავიდა.

- ნორმალური ფსიქოლოგი რომ ყოფილიყო შეხედვისთანავე მიხვდებოდა, რომ ფსიქოპატი ვარ, - განზრახ გაწელვა სიტყვა და სტვენით შევიდა ლიფტში.

სანამ კარი ჩაიკეტებოდა გამვლელმა შესანიშნავად შენიშნა ბიჭის ეშმაკური ღიმილი და შეშინებული ადგილზე გაქვავდა.

დიახ, ადამიანი, რომლის სახელიც 15 წლის წინ ყველამ დაივიწყა დღეს გამოჩნდა.

– შენი ნახვა ძალზე სასიამოვნო იქნება, ვილიამ კარტერ! ‐ მანქანაში ჩაჯდა, - ვნახოთ, რისი უნარი შეგწევს, იმპულსური ხარ, შენი დეიდაშვილისავით თუ წინდახედული, მამასავით!

მისი დაბრუნების მიზეზი რაც არ უნდა ყოფილიყო, აშკარა იყო ფაქტი, რომ დენიელი ორმაგად გაგიჟებულიყო. ადრე თუ საკუთარ ხასიათს მალავდა, ახლა – პირიქით.

ტელეფონი ამოიღო და ზარი განახორციელა.

– გისმენ ლუკას, უკვე ლონდონში ვარ, ამ დაწყევლილ ქალაქში. - მშვიდად წამოიწყო საუბარი.

– მიხარია შენი ჩამოსვლა დენიელ, იმედია შესანიშნავ შვებულებას გაატარებ ჩვენთან! ირონია ჩააქსოვა ლუკასმა.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now