თავი მესამე

200 23 5
                                    

– რისი თქმა გინდა? ადექი და ალუბლის წვენი სახეში შეასხი? გაოცდა ემილი.

– მის დანახვაზე მხოლოდ ზიზღი ვიგრძენი, რა უნდა გამეკეთებინა? შეშფოთდა სკარლეტი.

– წვენი როგორ შეასხი? სულ გადაირიე?

– კარგი შემეშვი, - დაბნეული წამოდგა სკარლეტი, - იმ ბიჭთან დაკავშირებით რა ხდება?

– არც არაფერი, დავშორდი! ამის მერე ბიჭებთან ურთიერთობას არ ვაპირებ.

სკარლეტმა სასმელი მოსვა და მოსაცმელი გაიხადა.

– მე ოთახში ვიქნები, თუ საუბარი ან რაიმე მსგავსი მოგინდა შემოდი.

მოსაცმელი სავარძელზე დატოვა და ბარბაცით შევიდა კაბინეტში. ტელეფონი აიღო და ნენსის დაურეკა.

– ნენსი, საქაღალდე მე მაქვს.

– აღარ დამელაპარაკო, როგორც კაფეში მოიქეცი.. ჩემთვის საშინელება იყო.

– რა ჯანდაბა გჭირს, ახალი ინფორმაცია მჭირდება, კომპანიასთან დაკავშირებით. ფიქტიური მმართველი მისი მეგობარი, ნიკოლასია, არა?

– საქმეებს ხვალ თავად გადაიბარებს, წვეულებას მართავს ჩვენთვის, თანამშრომლებისთვის, ცოტა ხნისწინ გამოგვიცხადეს.

– მხოლოდ თანამშრომლებისთვის?

– არა, თანამშრომლებს შეუძლიათ სხვებიც მოიწვიონ.

– მაშინ მომიწვიე! ჩაეცინა სკარლეტს.

– მთვრალი ხარ? რა სისულელეს ამბობ?

– ნასვამი ვარ მაგრამ საღ გონებაზე ვარ, გპირდები იქ არ შეგარცხვენ!

– სურვილებს შენ კი არა მე გისრულებ, რა უსამართლობა!

– უკანასკნელი იქნება გპირდები! ვიდეო ჩანაწერზე მუშაობ?

– ცხადია, ალბათ რამდენიმე დღეში დავასრულებ და ბოლომდე აღვადგენ.

– მადლობა, მალე გაირკვევა სიმართლე, სულ მალე.

– იმედია იმ წვეულებაზე ისე მოიქცევი როგორც სტუმარს შეეფერება.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now