თავი მეორე

232 22 2
                                    

- სულელი კაცი, - თვალები გადაატრიალა სკარლეტმა და მანქანაში ჩაჯდა, - სხვების დატვირთვა არ ღლის, რა თქმა უნდა.

გოგონა შეეცადა ღრმად ესუნთქა, შემდეგ კი მანქანა დაქოქა და კაფისკენ გაემართა, სადაც უკვე სავარაუდოდ ნენსი ელოდა.

ლონდონის ერთ-ერთი არც ისე მაღალ შემოსავლიანი კაფე სკარლეტისთვის თავისუფალ თემებზე სასაუბრო ადგილად იქცა. ინტერიერი არც ისე მდიდრულად, მაგრამ სადა ფერებში გახლდათ. ეს სკარლეტს თვალს არ ატკივებდა, რაც კაფის ერთ-ერთ დადებით მხარეს წარმოადგენდა, ხოლო ნამცხვრები და ტკბილეულებები, რაც ნენსის სუსტი წერტილი იყო, აიძულებდათ მნიშვნელოვან დღეებში სწორედ ამ კაფის ოფიციანტები შეეწუხებინათ.

სკარლეტი კაფეში შევიდა და დაცარიელებული მაგიდების დანახვა გაუკვირდა, მხოლოდ ქერა თმიანი გოგონა იჯდა საქაღალდით. გოგონას გაფითრებული კანი, სკარლეტს მუდამ აფიქრებინებდა რომ ავად იყო. აშკარად ვიტამინების ბრალია, - თავი გააქნია და ნენსის წინ ჩამოჯდა.

- რა მოგართვათ? უმალვე ეახლა ოფიციანტიც.

- ორი ბრაუნი და ალუბლის წვენი, - სწრაფად შეუკვეთა ნენსიმ და ოფიციანტი თავიდან მოიცილა, - როგორ ხარ?

- საკმაოდ დაღლილი, - საზურგეს მიეყრდნო გოგონა, - სახლში მისვლაც კი პრობლემას წარმოადგენს.

- მგონი ახალი ამბები გაგახარებს, - ეჭვის თვალით გახედა ოფიციანტს, რომელმაც ლანგრით ნამხვარი და წვენი მოიტანა.

- ასე ნუ უყურებ, ეჭვს იწვევ, - გაიღიმა ძალდატანებით და სწრაფად გადაიხარა ნენსისკენ, - ამხელა საქაღალდე მხოლოდ ვილიამისთვის.

- ბავშვობიდან დავიწყო თუ? საქაღალდე გადაშალა ნენსიმ და საუბარი ხმადაბლა დაიწყო, - ვილიამ კარტერი 1994 წელს, ლონდონში დაიბადა. ნამდვილად რთული ბავშვობა ჰქონდა. ვეცადე მის მშობლებზეც გამერკვია რაიმე, მაგრამ მამაზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვიპოვე გარდა ერთისა, - ფურცელი სწრაფად ამოიღო ფაილიდან და სკარლეტს მიაწოდა, - სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია ერთი წლის წინ.

წარსულის შეცდომაTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang