თავი მეექვსე

121 19 2
                                    

ვიდეო ჩანაწერის აღმოჩენიდან სამი დღის შემდეგ ვილიამი კომპანიაში გამოჩნდა.

არეულობის დანახვაზე შეშფოთდა და ბრბო გაარღვია, კერპივით მდგარი მამაკაცი მისკენ შემოატრიალა.

– შენ? გაოცებულმა შეხედა ბიჭს, სწრაფად ჩაათვალიერა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა.

– არ მელოდი, არა? ირონიულად შეხედა ვილიამს, - აქ იმის დასაბრუნებლად მოვედი რაც მე მეკუთვნის.

– აქ არაფერი არ გეკუთვნის ამიტომ დატოვე ეს ტერიტორია! სწრაფადვე მიუგო ვილიამმაც.

– ვითომ? გაეცინა ლუკასს და ფურცელი აუფრიალა, - ეს საბუთი ამტკიცებს ბევრ რამეს.

– ეს რა არის? უხეშად წაართვა და გაურკვევლად დააშტერდა, შემდეგ კი ნელა, მოთმინებით ჩახედა თვალებში, - ეს რას ნიშნავს?

– მეგობრებო, - ფურცელი გამოართვა ვილიამს და ჰაერში ააფრიალა, - იცით აქ რა წერია? ეს საბუთი ამტკიცებს რომ თქვენი ახლანდელი მმართველი კარტერების ოჯახს არ მიეკუთვნება და ნაშვილებია!

ახალმა ინფორმაცია აღელვება გამოიწვია თანამშრომლებში.

– ტყუი! გამწარდა ვილიამი.

– რატომ უნდა ვიტყუებოდე? თუ გსურს შენს დასთან გადაამოწმე, აი ისიც გამოჩნდა! ვილიამმა ემასკენ გაიხედა, რომელიც ლუკასს ზიზღით სავსე თვალებით უყურებდა.

– ემა თქვი რომ ეს ტყუილია! გამწარებულმა მოთმინება დაკარგა და ლუკას ხელი ჰკრა.

– მიდი ემა, ამჯერად მაინც უთხარი სიმართლე! სარკასტულად გაუღიმა ემასა და ვილიამს.

– ანუ იცოდი, - გამწარებულმა შეხედა დას და წასვლა დააპირა.

– ეს ისაა რაც იფიქრე… - მხარზე შეეხო ემა.

– ასე ვერ წახვალ, - ემა ჩამოაცილა და ხელი უხეშად ჩაავლო.

თანამშრობლები ამ ყველაფერს გაოცებულები უყურებდნენ.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now