თავი მეთექვსმეტე

59 9 1
                                    

– უკანასკნელად გეკითხებით, ვილიამ კარტერი რატომ მოკალით? ‐ ისევ ეს სულელური დაკითხვა.

– რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ ის მე არ მომიკლავს, მას სხვამ ესროლა! ‐ ხმას აუწია სკარლეტმა და ხელები გადააჯვარედინა.

– საკუთარ დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას აპირებთ? ‐ შეურაცხყოფის მიყენება სცადა პოლიციელმა.

სკარლეტი წამოხტა და მაგიდაზე ხელები ძლიერად დაარტყა, ორმა პოლიციელმაც კი ძლივს გააკავა.

– შენ ნამდვილად არ ხარ დალაგებული ან იმას ვერ იაზრებ რასაც მე ვამბობ, ყელში ამომივიდა ეს საათნახევრიანი დაკითხვა, ვილიამ კარტერი მე არ მომიკლავს!

– ცრუობთ! ‐ ამჯერად პოლიციელმა დააყრდნო ხელები მაგიდას.

გოგომ სიძულვილით სავსე თვალებით ჩააცქერდა ბიჭს.

– თუ გინდა დამაპატიმრე, მომკალი, მაგრამ მაინც გეტყვი, არაპროფესიონალი ხარ!

ამის შემდეგ სკარლეტი გონსაც აღარ მოსულა.

***

– სერიუზულად? ‐ გაეცინა დენიელს და ლუკასს გახედა, ‐ არ მეგონა სკარლეტი თუ ასე მარტივად მოკლავდა კარტერს.

– არც მე მჯერა, ‐ გაეცინა ლუკასს, ‐ მაგრამ გვამი ვერ აღმოაჩინეს, სამაგიეროდ მისი სამაჯური ვიპოვეთ!

– უკვე გაიგო ქალბატონმა კარტერმა ძმის დაღუპვის შესახებ? ‐ გაეღიმა ესმერალდას, - ნამდვილად ვერ იქნება საღ ჭკუაზე.

– უკვე შეიტყობდა, ‐ თავი გადააქნია ლუკასმა, - კი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ნიკოლასი სადაა?

– მისი არ ყოფნა ძალიან მაეჭვებს, - დასერიუზულდა დენიელი, - ნამდვილად შეიძლება მისი ნდობა? მან ხომ უკვე გაიგო, რომ ის კაცი ჩემი მოკლულია.

– შეიძლება, ნიკოლასმა საკუთარი სურვილით უღალატა ვილიამს! ‐ სწრაფად დაუქნია თავი ბიჭმა.

მაგრამ იყო თუ არა ნიკოლასი სანდო?

***

– რას ნიშნავს ჩემი ძმა მკვდარია? ‐ ახალ ამბავს ვერ ეგუებოდა ემა, ‐ რას ნიშნავს?!

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now