თავი მეთვრამეტე

35 8 12
                                    

- სად ჯანდაბაში ვარ? - კაცმა გამოფხიზლებისთანავე მის წინ მჯდომ ნენსის შეხედა და გაოცებულმა აქეთ-იქით მიმოიხედა, - აქ რატომ ვარ, რატომ დამაბი, ნენსი შეიშალე?!

- ჯერ არა, - ფეხზე წამოდგა გოგონა და მისკენ დაიძრა, - შენნაირი არარაობების მოკვლის სურვილი ქონა თუ რამენაირად გიჟად გარდამქნის მაშინ უარს არ ვიტყვი. დასანანია, რომ აქამდე ვერ მივხვდი თუ რას წაემოადგენდი რეალობაში, ჩემი დის მოკვლისას ისიამოვნე არა? - უღრიალა და გამწარებულმა დანა მუხლში ჩაარტყა.

ჯეიმსმა სიმწრისგან დაიღრიალა, მაგრამ გონს მოსვლისას სათქმელი დააჯახა.

- შენთვისაც უნდა წამერთმია სიცოცხლე, ზედმეტი პრობლემები შექმნი შენი ვითომცდა განუზომელი სიყვარულით, რომელიც სკარლეტსა და შენი დის მიმართ გაგაჩნდა. თავად ვერ აკეთებდი არჩევანს მათ შორის და დაგეხმარე, მადლობა უნდა მითხრა! სკარლეტის მოშორება ვერ შევძელი, ვილიამის დამსახურებაა, მაგრამ არაუშავს საკუთარი სიკვდილით მოკვდება, ტანჯვის გარეშე მოკვდება.

- რა ჯანდაბას გულისხმობ? - ნენსიმ დაბნეულობა არ შეიმჩნია, გაღიზიანებულმა თვალებში ჩახედა და კითხვა გაუმეორა.

- ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ცოცხალს ვეღარ ნახავთ, რა დასანანია, - ეშმაკურად გაუღიმა და თვალები დახუჭა, - ციხეში ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მის მოწამვლას გადაწყვეტს, რატომაც არა? შეიძლება ამის მოტივი ფული იყოს, მის მიმართ სიძულვილი, შური და ათასი რამ.

- მეხუმრები, არა? დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სხვა რამ იგულისხმე.

- მაგრამ ვერასდროს გაიგებ.

* * *

- იატაკი მოწმინდე, - სარკესთან მდგომ გოგონას მიუახლოვდა ქალი წყლით სავსე სათლი ლამის სახეში შეასხა. ელისონი გაღიზიანებული შეტრიალდა.

- თქვენი დაბინძურებული მე გავწმინდო? მსახური გგონივარ? - ირონიულად გაუღიმა და უკან დაიხია. აბაზანიდან გასვლას აპირებდა, როცა ყურთან დანამ ჩაუფრინა, რომელიც კარის დამპალ ფიცრებს შორის მოიპოვა ადგილი.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now