თავი მეხუთე

120 21 11
                                    

– რა ქულები მიიღე? ეკითხება ოდნავ ნასვამი მამაკაცი 15 წლის მოზარდს.

– ინებეთ! ნიშნების ფურცელი მიაწოდა ბიჭმა, კაცმა უხეშად წაართვა და ხმამაღლა წაიკითხა.

– ინგლისური - მაქსიმუმი 80 ქულა, შენ კი მხოლოდ 78 მიიღე! სასადილო მაგიდაზე ხელი დაარტყა კაცმა.

ემა შეშინდა, ქალს არაფერი უთქვამს.

– 78 ქულაც შესანიშნავია, - შეეწინაღმდეგა ემა, - ასე არაა დედა?

– უფრო დიდი დრო რომ დაგეთმო სწავლისთვის იმ 2 ქულას არ დაკარგავდი! ზიზღით შეხედა უფროს ვაჟს ქალმა.

– ეს რა არის ძვირფასო, - კითხვა გააგრძელა, - მათემატიკა - მაქსიმუმი 60 ქულა, შენ კი მხოლოდ 56 მიიღე! ამას რით ახსნი?

ვილიამი სადღაც შორს იყურებოდა და ცდილობდა მამასთვის რაიმე იდეალური პასუხი მოეფიქრებინა.

– ვეცადე, მაგრამ მაქსიმუმი ვერ მივიღე, შემდეგში უფრო მეტს მოვინდომებ.

– ცხოვრებაში მხოლოდ ის ადამიანები ადარდებთ ვინც პირველია, - სიძულვილით სავსე თვალებით შეხედა ბიჭს, - შენ კი მუდამ მეორე იქნები ამ ქულებით.

– დედა, ის კლასში პირველია საკუთარი ქულებით! შეეწინაღმდეგა ემა.

– არარაობა ხარ, ასეთი შვილი არ მჭირდება, შენი ნიშნები არასდროსაა იდეალური, რატომ?!

– მე მართლა ვცდილობდი, - მოთმინება აღარ ეყო ბიჭს, - ყოველთვის ვცდილობდი რომ იდეალური ნიშნები მქონოდა, ბევრს ვშრომობდი, მაგრამ ბედნიერი არასდროს ხარ! არ შემიძლია ყველა საგანს თანაბარი დრო დავუთმო, ყველა საგანში გენიოსი არ ვარ, იდეალური არ ვარ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ არარაობა ვარ?!

– სწორედაც ამას ნიშნავს, - სილა გააწნა ქალმა, - სანამ ამ ნიშნებს იდეალურად არ აქცევ თვალით არ დაგვენახო! ქმარს ნიშნების ფურცელი გამოართვა და ნაკუწებად აქცია, ფურცლები კი ვილიამს მიაყარა.

წარსულის შეცდომაKde žijí příběhy. Začni objevovat