თავი მეთორმეტე

88 18 0
                                    

– ჯანდაბა, - თავზე ხელები შემოიწყო, - იმ ამბების შემდეგ თხუთმეტი წელი მაინც გავიდა, ახლა რატომ გამოჩნდა?

– ან რატომ მაინცდამაინც კარტერების ოჯახი? რამე საერთო ხომ უნდა იყოს! მხრები აიჩეჩა ემილიმ.

– მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, - თქვა სკარლმა, - დენიელის, ლუკასისა და ვილიამს შორის რაღაც საერთოა.

ვილიამი ჩუმად იჯდა და სიტყვას არ ამბობდა, ემას მისი ეს მდგომარეობა აშინებდა.

– რას გულისხმობ? დაკონკრეტება მოისურვა ნენსიმ.

– არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა, - ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ეს.

– იქნებ საერთო თომასსა და ლუკასს აქვთ, როგორც ჩანს ბიჭი პატივს სცემდა თომასს, ამიტომაცაა მის გვარზე.

– მამად აღიარებსო, - შენიშნა ნენსიმ, - საკუთარი შვილიც კი არ აღიარებს მამად, - დაამატა ემილიმ.

– რა ჩახლართული სიტუაციაა, დასაწყისისა და დასასრულის გაგება მიჭირს, - ღრმად ჩაისუნთქა ემამ.

– უქმად ვერ ვისხდებით, რაღაც უნდა გავაკეთოთ, ერთი და იგივე ადგილის ტყეპნა მომბეზრდა, - თქვა ნენსიმ, - არ ვაპირებ ჩემი დის მკვლელის თავისუფლება ზედმეტად გავახარგძლივო.

– სანამ გამოძიებას დავიწყებთ, - ფურცლები ამოალაგა სკარლეტმა, - მინდა ყველამ მცირე საქმეები გადაიბაროს და ერთად იმოქმედოს, ამიტომ დავწყვილდეთ.

– რა სტილით? უაზრო შეკითხვა დასვა ოლივერმა.

– დავთვალოთ ვის უფრო მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული და იმის მიხედვით, - თვალები გადაატრიალა ნენსიმ, - რა თქმა უნდა სპეციალობის მიხედვით.

– სულ დამავიწყდა, ემა, ვილიამ, რამე საბრძოლო ხელოვნებას იყენებთ?

– ადრე მამამ თავდაცვითი ილეთები მასწავლა, - მხრები აიჩეჩა ემამ.

– მაშინ შენ და ოლივერი ერთად იმოქმედებთ, ვილიამ, შენ?

– ვილიამი არასდროს იბრძოდა! ვილიამის ნაცვლად გასცა პასუხი ემამ.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now