თავი მეჩვიდმეტე

135 14 7
                                    

– მკვლელი ვარ! ‐ ოჰ, რა არარეალურია, არა?

– დაასრულე ეს მსახიობობა, ‐ წყალი შეასხა სახეში საკნის უფროსმა გოგოს.

– ჯანდაბაში წადი! ‐ ხმამაღლა წარმოთქვა სიტყვები და ფეხზე წამოდგა, სარკისკენ დაიძრა და საკუთარ სახეს შეხედა.

ვის დაემსგავსა? რად იქცა? უცოდველი გოგო სერიულ მკვლელად იქცა.

– ნიკოლას, დროზე იმოქმედე! ამოხსენი ის წყეული განტოლება, რა ჯანდაბას აკეთებ?!

***

– ყავა ამომიტანეთ, ‐ სწრაფად აირბინა უკანასკნელი კიბეები ბიჭმა და კაბინეტში შევარდა.

– დაკარგგულ ბიჭუნას გაუმარჯოს, ‐ ლუკასის ხმა ყურში ცუდად მოხვდა და სავარძლისკენ გაიხედა, ‐ ნიკოლას, სად დაიკარგე ეს დღეები?

– ანგარიში მაქვს ჩასაბარებელი? რამდენიმე დღე გამოვუყავი საკუთარ თავს, ‐ მაგიდას ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ფურცლები ხელთ იპყრო.

– ეს რა წერილია? შეყვარებულისგან? ‐ დააიგნორა ნიკოლასის ფრაზები და ნიკოლასის ხელებს დახედა.

– ჩემმა უმცროსმა დამ მათემატიკური განტოლება გამომიგზავნა და ამოხსნაში ვეხმარები, ‐ მარტივი ტყუილი მოიფიქრა.

– შენ და შენი და ჩამორჩენილები ხართ თუ ტელეფონის არსებობის შესახებ არ გსმენია? ‐ გაეცინა ლუკასს.

– ჩემი და თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ემხრობა, ‐ მეორე ტყუილი.

– საერთოდ არ მახსოვდა და თუ გყავდა? ‐ ხელები გადააჯვარედინა.

– ნაშვილებია. ‐ მესამე ტყუილი.

ლუკასმა თვალები გადაატრიალა და სიგარეტი გააბოლა, ოთახიდან ნელი ნაბიჯებით გავიდა.

– არ შეეძლო პაროლი ისე გამოეგზავნა? ‐ ამოიღრინა და განტოლების დასრულებას შეეცადა, თან ვილიამის კომპიუტერის მოძებნას შეეცადა.

– ესეც ასე! ‐ F34DE1, პაროლი კომპიტერში შეიყვანა და გახსნა.

– ჯანდაბას, ‐ ბედნიერი წამოხტა ნიკოლასი, ‐ ამ სულელმა ის მაინც რომ იცოდეს, რომ ვილიამის ტელეფონის დოკუმენტები კომპიუტერშიც ინახება საოცრად დამერხეოდა.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now