თავი მეშვიდე

115 24 5
                                    

სესიები ფსიქოლოგთან | 2020 წელი
ერთი წლით ადრე ვილიამის გათავისუფლებამდე.

პაციენტი: ემა კარტერი

- ბოლო დროს რას გრძნობ? ჰკითხა ახალგაზრდა ბიჭმა გოგონას, რომელიც კედელს ჩამოკიდებულ სურათს უყურებდა.

- გაურკვევლობას. - არ დააყოვნა გოგონამაც და პასუხი სწრაფადვე დააბრუნა.

-რატომ? ან ვის გამო გრძნობ გაურკვევლობას?

- ჩემი ძმის გამო, ახლა ციხეშია, განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

- ბოლოს როდის ნახე ის?

- ხუთი წლის წინ, - დარწმუნებით თქვა გოგონამ, - მისი მზერა არასდროს დამავიწყდება, სულიერად, ფიზიკურად განადგურებული იყო.

- რატომ არ მიდიხარ მის სანახავად?
შანსი არ მაქვს, რამდენჯერაც ვცადე უარი მივიღე, მასთან არ მიშვებენ.

- ახლა რომ აქ იყოს რას ეტყოდით?

- ვეტყოდი რომ მისი მჯერა, - თქვა გოგონამ და თმა გადაიწია, - ვეტყოდი რომ ბოროტმოქმედი არაა, რაც იმას ნიშნავს რომ არავინ მოუკლავს, ეს ყველაფერი უსამართლოდ ხდება.

- ასეთი დარწმუნებული ხართ მასში?

- რომ იცნობდეთ თქვენც დარწმუნდებოდით.

პაციენტი: ნიკოლას ვილსონი

- რატომ გრძნობთ თავს დამნაშავედ?

ბიჭი უხერხულად იშმუშნება და ცდილობს თვალი გაუსწოროს ფსიქოლოგს.

- რადგან მასში ჩემი სჯერა, სჯერა რომ მის თითოეულ სიტყვას ვასრულებ, მარა ასე არაა.

- რატომ არ ასრულებ მის სიტყვას? მოგბეზრდა?

- ყოველთვის უფროსივით იქცეოდა, ხანდახან ეჭვი მეპარებოდა ჩემი მეგობარი იყო თუ ბოსი.

- ტყუით. - მოუჭრა ბიჭმა.

- მაგრამ დამაჯერებლად, - იმართლა თავი.

- ის გენდობოდათ, კომპანია ჩაგაბარათ, მაგრამ ღალატობთ, - მიმდინარე სიტუაცია შეახსენა, - როცა გაიგებს რა რეაქცია ექნება?

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now