თავი მერვე

106 21 4
                                    

– სიცხე არაფრის დიდებით არ უწევს, - უკვე მესამედ გაუზომა სიცხე ბიჭს და შედეგით უკმაყოფილომ ოთახში სიარული წამოიწყო, - ნენსის ვერ დაუკავშირდი?

– ვერა, შეიძლება თავის დასთან, თურქეთში წავიდა.

– ასე გაუფრთხილებლად? ან წერილი მოეწერა, არ მცალიაო.

– რას გაუგებ, - ნაჭერი და ცივი წყალი შემოიტანა, - სხვა გზა არ დაგვრჩენია.

– გაამართლებს? ცივ წყალში ჩაალბო ლამის ნაჭერი და შემდეგ ვილიამს შუბლზე დაადო.

– თუ არ დევტესტავთ ვერ გავიგებთ, - სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონი ჩართო, - ახალი ამბები მაინც მოვისმინოთ.

ემილის ჩვევა იყო, როცა გაურკვეველ სიტუაციაში გახლდათ ახალ ამბებს უსმენდა. ამის მეშვეობით საკუთარ პრობლემაზე თვალს ხუჭავდა და ერთობოდა.

სკარლეტმა ხელის მარტივი მოძრაობით თერმომეტრი კომოდზე ჩამოდო და ვილიამისკენ შეტრიალდა.

– იმედია ბოდვას არ დაიწყებს, - იმედიანად გახედა ემილის.

– მისი მსგავსი მდგომარეობა შენ თავს მახსენებს, ბოდვას რაც შეეხება, არამგონია შენზე უარესი იყოს.

– ახლა ხუმრობის დრო სულაც არაა, - თავი გააქნია სკარლეტმა, - რა არის ახალი?

– რა იქნება, ყველა ვილიამზე ლაპარაკობს.

– კარგი თუ ცუდი მხრივ?

ემილიმ *side eye* მზერით გახედა და დაამატა:

– შენი აზრით, ვილიამს ვინმე გაამართლებს იმის შემდეგ რაც მოხდა?

– ასეთ დროს გაქრა ნენსიც, არადა მნიშვნელოვანი რამ უნდა მეკითხა.

– მაინც რა? ტელეფონი გათიშა და სკარლეტს მობეზრებით შეხედა.

– ხომ იცი რომ ნენსის მიერ მოპოვებული ჩანაწერი არარეგალური გზითაა მოძიებული, ამიტომაც მტკიცებულად არ გამოდგება, მინდოდა ისე გაეკეთებინა რომ სახელმწიფო ჰაკერს ეპოვა ჩანაწერი, შემდეგ ვილიამის უდანაშაულობას დავამტკიცებდით.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now