თავი მეთხუთმეტე

67 9 3
                                    

‐ ემა ავადაა, - სამზარეულოში გავიდა ემილი და ვილიამის გასაგონად თქვა ეს ფრაზა.

არანაირი რეაქცია.

‐ ვილიამ, შენთან საუბარი უნდა! ‐ მკაცრად უთხრა ემილიმ ბიჭს.

ბიჭმა სასმელი მოსვა და ოთახიდან გავიდა.

‐ შეიძლება? კარზე დააკაკუნა და ოთახში შევიდა.

ემა საწოლში ჩამოჯდა და ვილიამს გაუღიმა.

ჩუმად ისხდნენ სანამ ემამ საუბარი არ წამოიწყო:

- იცი ყველაფრის მიუხედავად შენი რატომ მჯეროდა? მოულოდნელად ჰკითხა ძმას ემამ.

ვილიამმა გოგოს საბანი შეუსწორა და სკამზე ჩამოჯდა, არაფერი უპასუხია.

- ერთხელ ავად ავად გავხდი, ექიმმა კი არასწორი წამალი მომცა, - წამოიწყო ემამ, ვილიამმა კი თვალები დახარა, - მაშინ ძალიან მანებივრებდი, მაგრამ როცა დედამ ჩემი მდგომარეობის გაუარესების შესახებ გაიგო, ძალიან გაბრაზდა. მიხვდი რომ ექიმს კარგი დღე არ ელოდა თუ სიმართლეს გაიგებდა და იცრუე, თითქოს წამალი შენ შეგეშალა. მამამ სასტიკად დაგსაჯა, მაგრამ ჩემი თხოვნის შემდეგ შეჩერდა, - საუბარი დროებით შეწყვიტა ემამ და ვილიამს გახედა, - ჩემთვის გმირი არასდროს ყოფილხარ, რადგან ის საყვარელ ადამიანს სწირავს სამყაროს გადასარჩენად, არც ბოროტმოქმედი, რომელიც გმირისგან განსხვავებით სამყაროს სწირავს სხვისთვის, ჩემთვის უბრალოდ ვილიამი იყავი, რომელიც არავის საფრთხეში ჩაგდებას არ დაუშვებდა, პირიქით საკუთარ თავს შეუქმნიდა საფრთხეს და მისი სიყვარული სხვის მიმართ არავის დააზარალებდა.

ვილიამს ემას გულწრფელობაზე გაეცინა და თმა აუჩეჩა.

- არ მინდა, რომ ლუკასი შენთან მიმართებაში მართალი აღმოჩნდეს, - თვალები აუცრემლიანდა ემას, - არ დაუშვა, რომ გაგანადგუროს..

‐ ემა ნუ სულელობ, - გაუწყრა ვილიამი და ფეხზე წამოდგა.

ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა, ქურთუკი შემოიცვა და სახლიდან გავიდა.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now