თავი მეცამეტე

90 16 0
                                    

კარზე ბრახუნის ხმა გაისმა.

– ოლივერ, დაბრუნდი? კარი ემილიმ გააღო და სუფრასთან მიიპატიჟა, - ამ დილაუთენია რა ხდება?

ბიჭმა შეშფოთებულმა დაარტყა რამდენიმე წრე მაგიდას და საბოლოოდ დაჯდა.

– წარმოუდგენელი რამ, ლუკასმა ემას წილი კომპანიაში გაყიდა და წარმოიდგინეთ ვის?

– და ვის? კითხვა გაიმეორა სუფრასთან მჯდომმა ნენსიმ და ემილის გახედა.

– ცნობილ რუს ნარკო მოვაჭრეს, იგორ პეტროვს.

– ჰაჰ, რა ჯანდაბად უნდა ნარკო მოვაჭრეს კომპანიის აქციები? განციფრდა ემილი.

ოთახში ახლად ჩამოსული ემა სიტუაციაში სწრაფადვე გაერკვა.

– რაღაც ჩაიფიქრა, დარწმუნებული ვარ ასეა.

– არ ვიცი, მაგრამ ლუკასი დაძაბულობას იწვევს, ეს ყველაფერს ჩაძირავს, ვის გაუგონია წილის გაყიდვა მფლობელის ნებართვის გარეშე?!

– რა ხდება? სამზარეულოდან გამოვიდნენ ნოა და ჯეიმსი, - სერიუზულად მაინტერესებს უსაქმურად რამდენი ხანი უნდა ვიყოთ?

– უკვე გამოგიჩნდათ საქმე, - ოთახიდან გაიყვანა ნენსიმ.

– სკარლეტი და ვილიამი სად არიან?

– სავარჯიშო ოთახში, ისრის მიზანში სროლაში ვარჯიშობენ.

ნათქვამი არ ჰქონდა ოთახიდან დაქანცული წყვილი გამოვიდა. ორივე სპორტულ ნაცრისფერ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, სკარლეტს თმა ბოლომდე აეკეცა, ხოლო ვილიამს სანახევროდ.

– ოლივერ? სკარლეტს წყლის ბოთლი ხელიდან გაუსხლტდა და ძირს გაგორდა.

ბიჭმა თავი გადააქნია და თვალები გადაატრიალა.

– ოლივერი აქ იმ ამბის სათქმელად მოვიდა, რაც კომპანიას შეეხება. ლუკასმა ემას წილი, ვინმე ცნობილ ნარკო მოვაჭრეს, იგორ პეტროვს მიჰყიდა.

– ვიცნობ ამ კაცს, - სკამზე ჩამოჯდა ვილიამი, - ლუკასზე მხოლოდ რამდენიმე წლით უფროსი თუ იქნება, დიდ პატივს სცემს.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now