თავი მეოთხე

146 21 4
                                    

*წარსულში დაბრუნება*

– ვიდეო ჩანაწერი აღვადგინე! ბედნიერი შეეხმიანა ნენსი.

– რა ჩანს ვიდეოზე? შეშფოთებულმა ჰკითხა სკარლეტმა.

– სრულ, ორიგინალ ვერსიას გამოგიგზავნი, შენი თვალით ნახე!

სკარლეტმა სწრაფად გახსნა ნენსის გამოგზავნილი ვიდეო.

– ვილიამი მართალი იყო, მას მამაჩემი არ მოუკლავს, - ჩაეცინა ვიდეოს ნახვაზე, შავ ტანსაცმლიან მამაკაცზე და საკუთარ თავზე.

– მისი ვინაობის გაგება შეგვიძლია? დაიმედებულმა ჰკითხა ნენსის.

– ამას დრო სჭირდება, პატარა საქმეებს მოვაგვარებ და შევეცდები მის აღდგენას, მაგრამ ერთი პრობლემაა, ვილიამსაც ჰყავს დაქირავებული ჰაკერი, მან რომ ვიდეო ჩანაწერის ორიგინალი ვერსია იპოვოს?

– ემილის მიუტანე სახლში მეხსიერების ბარათი, მან იცის სადაც უნდა შეინახოს.

– კარგი, - სწრაფად გათიშა ტელეფონი.

*წარსულიდან დაბრუნება*

– პაციენტი უკვე უკეთ გრძნობს თავს, - პალატიდან გამოვიდა და ემა დაამშვიდა. 

– შეიძლება მასთან შევიდე? 

– სასურველი არაა, ჯერ დაღლილია, ამიტომ დაისვენოს, მოგვიანებით მოინახულეთ!

– დიდი მადლობა! თავი დაუქნია.

მოულოდნელად გადაღლილი ნიკოლასი გამოჩნდა დერეფანში.

– რა ხდება ნიკოლას?

– როგორაა ვილიამი? კითხვაზე კითხვით უპასუხა ნიკოლასმა.

– კარგადაა, სკარლეტმა გადაუსხა სისხლი და ახლა უკეთაა.

– კარგია, მაგრამ პრობლემები გვაქვს.

– რა პრობლემები? გაოცდა ემა.

– ქალბატონი მელოდია და მისი ქალიშვილი ჩამოვიდნენ, ვილიამის მოწვევით. კიდევ..

– დეიდა ჩამოვიდა? შეშფოთდა ემა, - ჩვენ კი სახლში არ დავხვდით..

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now