პროლოგი

678 39 12
                                    

წვიმიანი და სუსხიანი საღამო იყო ლონდონში, არაფრით განსხვავებული დანარჩენი დღეებისგან. ქუჩაში ბედნიერად მიმავალი ბიჭი ტელეფონზე საუბრობდა.

– მალე დავბრუნდები სახლში, - უპასუხა დას, - ნამცხვარსაც აუცილებლად მოგიტან.

– არ დააგვიანო, - გაისმა გოგონას მკაცრი, მაგრამ საყვარელი ხმა, რაზეც ბიჭს ჩაეცინა, - ვილიამ, ყოველდღე აგვიანებ, რა გაცინებს? სასაცილო სულაც არაა.

– გპირდები, დღეს არ დავაგვიანებ! ტელეფონი სწრაფად გათიშა და გზას ბედნიერი გაუყვა.

რა იცოდა, რომ დღეს სახლში დაბრუნება საერთოდ არ ეწერა.

მოულოდნელად ჩიხიდან ყვირილის ხმა მოესმა.

– რა უცნაურია, აქ ვინ უნდა იყოს? ნელი ნაბიჯებით შევიდა, - უკაცრავად?

ვილიამის თვალებმა სწრაფად აღიქვა ძირს დაგდებული უგონო მდგომარეობაში მყოფი სხეული და შეკრთა. მალევე შენიშნა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი, ხელში იარაღით.

– ბატონო, - შეშფოთებული მივარდა ბიჭი უკვე მკვდარ სხეულს და შეანჯღრია.

– აზრი არ აქვს. - გაისმა უკან მდგომის ხმა და იარაღი ბიჭს დააჭერინა.

– რა ჯანდაბას აკეთებ? იარაღი მიწაზე მოისროლა და კაცს პულსი გაუსინჯა.

ამ დროის განმავლობაში კაცი გაიქცა და პოლიციაც სასწრაფოდ მოვიდა.

– ბატონო ვილიამ? ბიჭის ნახვა გაუკვირდა პოლიციელს, კაცს პულსი გაუსინჯა და გაღიზიანებულმა გახედა.

– რა? წამოხტა აღელვებული ბიჭი, - გგონიათ ის მე მოვკალი? მე მაშინ მოვედი როცა უკვე მკვდარი იყო, აქ კაცი იყო.. - გარშემო მიმოიხედა და ვერავინ დაინახა.

პოლიციელმა იარაღი აიღო და ბორკილები გაამზადა ბიჭისთვის.

– მე არ მომიკლავს. - იყვირა ბიჭმა.

– თქვენი სტატუსის მიუხედავად მაინც მომიწევს თქვენი დაკავება.

წარსულის შეცდომაWhere stories live. Discover now