24. - ძვირფასი

1K 78 78
                                    


" ჯონგუკ, მოიხედე აქეთ,"

ყვირის თეჰიონი კადრში და თან კამერას მისკენ ატრიალებს.

" ცოტა არ იყოს, უხერხული არ არის ასე ყოფნა?"

კითხულობს და კამერას თავისკენ ატრიალებს.

" მე ასე მომწონს და შენ რა გინდა? თუ იღებ გადამიღე! ვის უღებ? თეჰიონ, თეჰიონ, თეჰიონ!"

ყვირის ხმამაღლა და ძალით ატრიალებს თავისკენ.

" მე უნდა გადამიღო, მე! და არა იმათ, მე მიყურე"

ამბობს მკაცრად და თითით საკუთარ თავზე მიუთითებს, თეჰიონი კი სიცილს იწყებს.

" სიყვარულო, შენს გარდა მაინც ვერავის ვუყურებ"

ბუზღუნებს თეჰიონი.

"საჭმელად უნდა წავიდეთ. მშია, მთელი დღეა დამატარებ,"

ატრილებს თვალებს ჯონგუკი და თეჰიონს პატარა კაფესკენ ექაჩება.

" მოგესალმებით მომავლის ჯონ ჯონგუკ და კიმ თეჰიონ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით იაპონიის ერთ - ერთ ყველაზე ცნობილ კაფეში"

იძახის თეჰიონი ხმამაღლა და კამერას გარშემო ატრიალებს.

"ჩემს შეყვარებულს მოშივდა და..."

ამბობს ჩურჩულით კამერასთან ახლოს.

კადრები წამებში იცვლება.

ამჯერად სასტუმრო ოათახში არიან.

" ეს ჩვენი რიგით მეათე ჩანაწერია, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნიდერლანდებში, როდოსის კოლოსთან"

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now