8. - ჩინური ბევრმა არ იცის

572 74 24
                                    

ჯონგუკი ცხელ ჰაერს გრძნობს კისერთან, სიცხის გამო ეღვიძება, გარემოს ათვალიერებს და ახსენდება სასტუმრო, რომელიც გუშინ აარჩიეს და თეჰიონი... ზუსტად, რომ თეჰიონი, რომელიც ახლა ხელ - ფეხით ეხუტება ბიჭს და მის კისერთან ახლოს სუნთქავს. ჯონგუკს გაოგნებისგან ყბა უვარდება, ასე როგორ დაეძინა, რომ მისი მოძრაობები ვერ იგრძნო. საერთოდ არაფერი ახსოვს, თითქოს დაეძინა და ერთ წუთში გამოაფხიზლეს.

თეჰიონს უყურებს. ეღიმება, განა როგორ შეიძლება ანგელოზს უყურო და არ გაგეღიმოს. ეცინება საკუთარ თავზე. ცდილობს გამოძრავდეს, ფრთხილად წამოდგეს, რომ თეჰიონი არ გააღვიძოს. იცის, ასეთ მდგომარეობაში თუ დაინახავს საკუთარ თავს შეშინდენა, კვლავ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება და სიმორცხვის გამო აღარ გასცემს ხმას რამდენიმე საათი.

ჯონგუკმა ამ სამი დღის განმავლობაში შეძლო და შეისწავლა მისი თვისებები.

ბიჭი იშმუშნება, ჯონგუკი კი გულში იგინება და სწრაფად ხტება საწოლიდან. ჯობია გაიღვიძოს და ცარიელი საწოლი დახვდეს, ვიდრე ასეთ მდგომარეობაში ნახოს საკუთარი თავი. ჯონგუკი იქვე მაგიდაზე შემოდებულ ბოთლს იღებს, თეჰიონმა უნდა იგრძნოს, რომ ბიჭს კარგა ხანია ღვიძავს. ამიტომაც თავში მხოლოდ ეს სისულელე მოსდის.

- უკვე გაგიღვიძია,- ამბობს და თვალებს იფშვნეტს. ჯონგუკის ზურგს აკვირდება და ღიმილით ათვალიერებს იქაურობას.- შენს მხარეს ვიწექი?

გაკვირვებული კითხულობს და წარბებს კრავს.

- მე დიდი ხანია მღვიძავს, სიცარიელე იგრძენი და მას შემდეგ გადმოიწიე ალბათ,- სწრაფად იტყუება და სავარძელში იკავებს ადგილს.

- ა, გასაგებია,- კეფას იქექავს თეჰიონი და მის წინ დაკიდებულ სარკეში იყურება.- ღმერთო, საფრთხობელას ვგავარ.

ამბობს და საკუთარი თმების გასწორებას იწყებს.

- ჯანდაბა, ჯონგუკ,- ყვირის ისე უეცრად, რომ ბიჭს ბოთლი ხელიდან უვარდება, მოკუმული ტუჩებით აკვირდება თეჰიონს და მზადაა შეშინებისთვის აქვე გაბრდღვნას.- ბილეთების ყიდვა დაგვავიწყდა.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now