3. - თითქოს, ზედმეტად უცნობი

668 78 26
                                    

ჩაწეული მინიდან შემოსული ჰაერი სასიამოვნოდ უფრიალებს ახალგაზრდას თმებს, მთელ ტანში ასევე სასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებს. თეჰიონი მიდის, მაგრამ თავადაც არ იცის სად, ან რატომ, ან რისთვის.

მაგრამ აღიარებს, რომ ყოველთვის სურდა მოგზაურობა, რაშიც ხელს მშობლები უშლიდნენ. ახლა კი, თითქოს პატარა მიზეზი მიეცა და მანაც ყველაფერი იმავე წამს გადაწყვიტა. სწორედ ამიტომაც ზის ახლა ტაქსიში და მიიწევს მატარებლის სადგურისკენ, რადგან აეროპორტი ზედმეტად საშიშია მისთვის, შესაძლოა მაშინვე იპოვონ და გეგმებიც წყალში ჩაეყაროს.

- მოვედით,- ამბობს ღიმილით მძღოლი. თეჰიონიც თავს აქნევს და გვერდით დადებულ ჩანთას იკიდებს. მძღოლს თანხას აწვდის და მადლობაც არ ავიწყდება. შემდეგ კი პირდაპირ სალაროსთან მიდის, რომ ბილეთი აიღოს, შემდეგ კი რამეს მოიფიქრებს.

- ერთი ბილეთი თუ შეიძლება,- კეპს ისწორებს და თავს კიდევ უფრო ხრის, ცოტათი მაინც ეშინია, რომ შესაძლოა ვინმე ნაცნობი შეხვდეს და მაშინვე შეატყობინებს მის მშობლებს. პირბადესაც ისწორებს და ქალს თანხას უწვდის, შემდეგ კი თავისი ვაგონის ძებნას იწყებს.

- მესამე კუპე,- ეუბნება გამცილებელი და ჩამოჭრილ ბილეთს უკან უბრუნებს, თეჰიონი დერეფანში მიდის, თავისი გატენილი სასკოლო ჩანთით, სადაც ფული და მნიშვნელოვანი პირადი ნივთები ჩააწყო, ასევე რამდენიმე ხელი ტანსაცმელიც ჩაკუჭა.

კუპეს როგორც კი უახლოვდება, მაშინვე შედის შიგნით. ჩანთას თაროზე დებს და კმაყოფილი იკავებს ადგილს. არ ეგონა თავისუფლებას ასეთი სურნელი თუ ჰქონდა. გამოღებული ფანჯრიდან ნიავი უბერავს, თეჰიონი კარებზე პატარა ფარდას აფარებს და თავს უფლებას აძლევს კეპი და პირბადე მოიხსნას. გარეთ აცხადებენ რომ მატარებელი სამ წუთში გავა, ასე რომ, მგზავრებმა ადგილები უნდა დაიკავონ. თეჰიონი მოუთმენლად აკაკუნებს თითებს მაგიდაზე, კუპეში მარტოა, რაც საშუალებას აძლევს კომფორტულად მოეწყოს.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now