6. - ფოტო ანგელოზთან

653 77 25
                                    

ჩიტების ჭიკჭიკის ხმა სასიამოვნოდ ჩაესმის ყურში. ოდნავ იწევა, თვალებს იფშვნეტს და მოჭუტული იყურება ფანჯრისკენ. მზის სხივებს უკვე შემოეღწიათ ოთახში და მთლიანად ანათებს იქაურობას.

თეჰიონი ტელეფონისკენ ბრუნავს და დროს აკვირდება, თვალები უდიდდება, როდესაც ამჩნევს, რომ უკვე დილის პირველის ნახევარია. საწოლიდან დგება და სააბზანოში გადის. მომზადების შემდეგ ახსენდება ჯონგუკი. ტუჩებს კუმავს და სარკეში საკუთარ თავს აკვირდება. მის გარეშე მაინც ვერსად წავა, ამიტომაც იძულებულია ახლა ის მოიკითხოს.

კარებს იმდენად ჩუმად აღებს, თითქოს ვიღაცისგან იმალება და არ სურს შეამჩნიონ. ჩუმად უკაკუნებს მეზობელს. მთელი ხუთი წუთი ლოდინის შემდეგ კარებში ხალათშეხსნილი ჯონგუკი ჩნდება, თვალების ფშვნეტითა და აჩეჩილი თმებით. თეჰიონი იბნევა და თავს დაბლა ხრის.

- მაპატიე, რომ გაგაღვიძე,- დუდღუნებს და შარვალს ძლიერ ეჭიდება.- მეგონა შენც გეღვიძა.

- არაფერია, ახლახანს გავიღვიძე მეც,- ამბობს ჯონგუკი და ხალათს იკრავს. უნდა დაფიქრებულიყო სანამ კარებს გააღებდა.- რამ შეგაწუხა?

- ვიფიქრე, თუ ჯერ წასვლას არ ვაპირებდით, ცოტახნით გარეთ გავიდოდი,- კეფას იქექავს და ამჯერად თვალებში აშტერდება. ბიჭი ახალგაღვიძებულზე საშინლად სიმპატიურად გამოიყურება.

- რა პრობლემაა,- პასუხობს ეგრევე ჯონგუკი,- მთავარია არ დაიკარგო.

ხითხითებს, თეჰიონი მხოლოდ თავს აქნევს და თავის კამერასთან, ლეპტოპთან და მობილურთან ერთად სასტუმროდან გადის. მის გვერდით პატარა ბაღში ჯდება საქანელაზე და საყვარელი ფიტოების დამუშავებას იწყებს. იცის, რომ ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთოს, რომ ფიქრები თავიდან ამოიგდოს, სხვაგვარად არ შეუძლია.

ჯონგუკი კი ღიმილიანი სახით ბრუნდება ოთახში და ჰოსოკის მესიჯს პასუხობს. ტანსაცმელს იცვამს, აღარ უნდა თავი კიდევ ერთხელ ამოყოს უხერხულ მდგომარეობაში. მაისურის ჩაცმისას ფანჯრიდან ამჩნევს თეჰიონს, რომელიც მოკუნტული ზის საქანელაზე და ლეპტოპში იქექება. ჯონგუკს ღიმილი თავისდაუნებურად ესახება სახეზე. აივანზე გადის და მოაჯირს ეყრდნობა. ბიჭს იმდენ ხანს აშტერდება, სანამ თეჰიონის მზერას არ გრძნობს ქვემოდან. ცდილობს თვალები სწრაფად მოაცილოს, მაგრამ უშედეგოდ. შავგრემანმა უკვე მოასწრო მისი დანახვა.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now