22. - მისტერ 107

523 66 40
                                    

სიცოხლე მშვენიერია, როცა მარტო ხარ. უფრო მშვენიერი კი, როცა გვერდით ვიღაც მნიშვნელოვანი გყავს.

ჯონგუკი ცივ იატაკზე ზის, წინა ღამის შემდეგ ოთახიდან არ გამოსულა, არა იმიტომ, რომ შეეშინდა თეჰიონის, არამედ სცხვენია იუნგის.

- ჯონგუკ,- ისმის მინის ხმა გარედან.

- ხოო,- ზმუის გუკი და ზურგს აქცევს კარებს.

- გუკ, გამოდი უკვე.

- არ მინდა.

- გუკ, თუ იმის გამო ხარ ასე, რაც მოხდა...

- კი.

- ეს... ეს არ არის სამარცხვინო, გუკიი. პატარა ხარ? ეს... ხომ იცი რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა,- ოხრავს მინი, თან ეცინება.

- სამარცხვინოაა,- წიკვინებს ჯონგუკი.

- კარგი, მოდი, დაივიწყე, მე უკვე დავივიწყე. ეს არცაა მნიშვნელოვანი, ახლა ის უფრო მაინტერესებს, ვისი მოსაცმელი ეგდო იატაკზე და ვინ გატეხა ჩემი ლამფა.

- მე გავტეხე,- ბუზღუნებს ის.

- კარგი, ახლა გააღე კარი, ჰოსოკმა თქვა რომ გზაშია, თან ვიღაც მოჰყავს,- წუწუნებს იუნგი,- ფეხები მეტკინა, რამდენ ხანს დამაყენებ აქ?

- მოვდივარ,- მძიმედ წევს სხეულს და კარებს აღებს,- გამარჯობა.

- სალამი, წამოდი ახლა, ჰოსოკი წუთი - წუთზე მოვა,- კმაყოფილი იღიმის, ჯონგუკი კი უკან მიჰყვება თავჩაღუნული. შია, იუნგი კი რაღაცას უდებს წინ.

- მომხედე ახლა, მშვიდად, თუ გინდა სხვა დროს ერთად ვუყუროთ მაგ პორნოს,- ხითხითებს ის და ბიჭს თმებს უჩეჩავს. ჯონგუკსაც ეცინება, აუცილებლად დაივიწყებს, თეჰიონს კი ამისთვის აზღვევინებს.- კარს გავაღებ.

უღიმის იუნგი და სამზარეულოში მარტო ტოვებს, ჯონგუკი ჩუმად რჩება და როგორც ყოველთვის ისევ პირის გამოტენვას განავრძობს, დღეს მამამისთან წავა, მოინახულებს, რაც ჩამოვიდა ერთხელაც არ მისულა მასთან.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now