1. - შეიძლება, კი

2.2K 94 33
                                    

სამყარო იმაზე რთუალადაა მოწყობილი, ვიდრე რომელიმე ჩვენთაგანს ჰგონია. რაღაც ამიუცნობი სიტუაციები ხდება, რომლისგან თავის დაღწევაც ხან რთულია, ხან კი მარტივი. თეჰიონისთვის ყველაფერი იოლი ჩანდა. მოსწონდა თავისუფალი ცხოვრება, მოგზაურობა, სიმღერა, ხანდახან კი ცეკვა.

მარტო ყოფნისას ყოველთვის წაიმღერებდა, რომელსაც შემდეგ მოსდევდა საკუთარი თავის შექება, რაღაც გრძელი ნივთის დაჭერა და სარკის წინ გაკრეჭილს სიმღერის გაგრძელება. მაგრამ ყველაფერი იცვლებოდა, როდესაც სახლში მშობლები ბრუნდებოდნენ, ერთი და იგივეს მოსმენა ყელში ჰქონდა უკვე ამოსული.

მუდამ ოთახში გარბოდა, დასამალ ადგილს ეძებდა, რომ თავი დაეღწია მათგან და მათთვის შვილზე მეტად მნიშვნელოვანი - კომპანიის საქმეებისგან. საგა არა და არ სრულდებოდა, თითქმის ბოლო ერთი თვე თეჰიონს ყურებში მხოლოდ ის ჩაესმოდა, რომ უკვე საჭირო იყო კომპანიის პრეზიდენტის პოსტზე თავად ასულიყო, თავად ემართა ყველაფერი, მაგრამ როგორც ყოველთვის, თეჰიონი მხოლოდ უარს ამბობდა. მიუხედავად ამისა, მთელი ბრაზი გულში გროვდებოდა და აქედან მხოლოდ გაქცევა სურდა. ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც ვერავინ მიაგნებდა, რომ მსგავსი სისულელე აღარ მოესმინა.

- თეჰიონ, მოვედით,- აცხადებს დაბალი, ხანში შესული ქალი. თმებს შეღებილი სახიდან იწევს და ზურგზე იყრის. გრძელი ფრჩხილებით შავ ჩანთაში იქექება და რაღაც ფაილებს აძვრენს. ფეხსაცმელებს ცოლ - ქმარი შემოსასვლელში ტოვებს და მისაღებში მიიწევენ. ბიჭის ხმა არ ისმის სახლში, თავად კი მშვიდად დივანზე კალათდებიან.- ისევ არ არის სახლში.

ოხრავს მინა და ხელებს მკერდზე იჯვარედინებს. შვილის სახლში არ ყოფნას უკვე მიეჩვია, შავგრემანი ხან პარკში გადის ფოტოების გადასაღებად, ხან კი სადღაც მიყრუებულ ადგილას. მისთვის ეს დიდი სიამოვნებაა, რომელსაც მისი მშობლები არ იზიარებენ.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang