9. - ყველაზე მაგარი ქალი

544 77 51
                                    

თეჰიონი შენობიდან მალევე გამოდის და საფრანგეთის ჰაერს ღრმად უშვებს ფილტვებში. თავისუფლებას სხვანაირი სუნი აქვს, უფრო ღია და მსუბუქია მისთვის. ხელებგაშლილი ადგილზე ბრუნავს, ჯონგუკი კი უკნიდან გაღიმებული შესცქერის ამ სანახაობას, მაგრამ ხასითი წამში ეცვლება, როდესაც ახსენდება, რომ აქ მათი გზები გაიყოფა და მას ვეღარასდროს შეხვდება.

თეჰიონი მისკენ ბრუნავს და როდესაც დამწუხრებულ ჯონგუკს ხედავს, მასთან ახლოს მიდის, მხარზე ნაზად ადებს ხელს და ქვემოდან აკვირდება, რომ როგორმე გამოაფხიზლოს.

- რა ხდება?- საკუთარ თავზე ეცინება, მგონი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ კითხვის გარდა სხვა არაფერი დაუსვამს.

ჯონგუკი იბნევა და თავს უარის ნიშნად აქნევს.

- არაფერი, უბრალოდ დეიდამ თქვა რომ აქ დამხვდებოდა და ახლა არც კი ვიცი სად ვეძებო, ტელეფონი დამიჯდა,- კეფას იქექავს ჯონგუკი. თეჰიონი ხვდება რომ ვერც საკუთარი მობილურით დაეხმარება. მაგრამ წამში აგონდება ის, რომ უკვე საფრანგეთშია და შეუძლია გზა თავად გაააგრძელოს, რომ
ჯონგუკის დახმარებით მიზანს მიაღწია და ახლა ჩიტივით თავისუფალია.

- ჯონგუკ,- ისმის ქალის ყვირილის ხმა, თეჰიონს ყბა ძირს უვარდება, როდესაც ოცდაათწლამდე ქალბატონს ხედვას ხელის ქნევით რომ მორბის შუა აეროპორტში. ჯონგუკი ღიმილიანი სახით ხვდება ახლობელს, გულში იკრავს და ჰაერში აბზრიალებს. თეჰიონი მხოლოდ დუმს, დაუმშვიდობებლად არ სურს წასვლა, ელემენტარული მადლობა მაინც უნდა გადაუხადოს იმისთვის, რომ ამხელა გზაზე წამოიყვანა. იმისთვის, რომ უამრავი რამის თანხა ჯონგუკმა გადაიხადა.- ჩემო ლამაზო ბიჭო.

ლოყებს უკოცნის ქალი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯონგუკი წუწუნით აჩერებს ხედავს ბიჭს, რომელიც დარცხვენილი დგას ადგილზე და თითებს დამტვრევამდე აწვალებს.

- თან სტუმარი თუ მოგყავდა არ გითქვამს,- შუბლს ისრესს და უხერხულად იღიმის. ჯონგუკს გვერდს უვლის და სანამ ის რამის თქმას მოასწრებდეს თავად ეცნობა.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now