18. - ლამაზი სიზმარი

454 61 14
                                    

ჰოსოკი წარბებშეკრული დაიარება ოთახში. შუბლს ისრესს, იუნგი კი მობეზრებული შეჰყურებს საწოლიდან. ფეხებს ჰაერში აქანავებს და კმაყოფილი იღიმის.

- თავბრუ დამეხვა,- სისინებს ცოტახანში, როდესაც ხვდება  რომ ჰოსოკი გაჩერებას არ აპირებს.

- ჯონგუკი ჩამოდის,- ყვირის ბოლოს და ხელებს ჰაერში შლის.

- გავიგე, რამე ახალი თქვი,- ატრიალებს თვალებს და საათს დაჰყურებს. სულ რაღაც ერთ საათში თვითმფრინავი დაეშვება აეროპორტში.

- ცუდი ხმა ჰქონდა, არ მომეწონა, თან ასე მალე უკან ბრუნდება. რაღაც მოხდა აშკარად და არ მეუბნება, ცხვირს გავუტეხავ,- სისინებს და კედელს ეყრდნობა.

- მაგ ბავშვის ცხვირს ოდესმე თავს დაანებებ? მესამედ უტეხავ და მეოცედ იმურქრები უკვე,- ბუზღუნებს მინი და საწოლზე გულაღმა წვება.

- დროც არ გადის,- ჰოსოკი ლამისაა ჭკუიდან შეიშალოს.

- ცოტახანი დამშვიდდი. გინდა რამე დალიო? წამალი ან...

- ახლა მაგის დროა??- ყვირის განწირული ხმით.

- დამამშვიდებელი ჩაი,- ასრუკებს, ტუჩის კითხეს მაღლა წევს და დაბღვერილი მისჩერებია ჰოსოკს, რომელმაც ყველაფერი სხვაგვარად გაიგო.- ადექი, მაშინ წავიდეთ და იქ დაველოდოთ.

ჰოსოკს ეს იდეა მოსწონს. მანქანაში სხდებიან და აეროპორტისკენ მიიწევენ. მოსაცდელში შედიან და იქ იელოდებიან ჯონგუკს. ნახევარ საათში აცხადებენ რომ თვითმფრინავი უკვე სეულის აეროპორტში დაფრინდა. ჰოსოკი მოუთმენლად ცმუკავს და როგორც კი ძმის სახეს ამჩნევს, მაშინვე იქითკენ მიდის. იუნგი მთლიანად ავიწყდება, რომელიც ხალხს ბრბოში იკარეგბა.

- ჯანდაბა, მომენტარე უკვე,- წუწუნებს და ძლიერად იკრავს გულში.

- მეც ძალიან მომენატრე, ჰობი,- ღიმილით ამბობს და ზურგზე ხელებს უსვამს. იუნგიც უკვე პოულობს გზას ძმებთან მისასვლელად. ჯონგუკ ისიც ეხვევა, პატარა ჩანთას ართმევს და მანქანისკენ მიდის.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now