4. - საფრანგეთი, კარგი აზრია

620 81 23
                                    

ცხოვრებაში საჭიროა რაღაც უცნაური, განსხვავებული. რაღაც ისეთი, რაც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს. საჭიროა პატარა თავგადასავლები, რომელიც ჩაიბეჭდება ტვინში და გახსენებისას ღიმილს მოჰგვრის სახეზე.

დილით ყველაფერი თავდაყირა დგება. არანაირი მშვიდი გაღვიძება. პირიქით, მატარებელი უცნაურად სწრაფად ჩერდება, რის შედეგადაც ბიჭებს ანჯღრევს და უეცარი დამუხრუჭების გამო, ორივე იატაკზე ცვივდება. ჯონგუკი ოხრავს, ისევე, როგორც თეჰიონი და ინსტიქტურად ხელს იშვერს ბიჭისკენ და თავქვეშ უდებს.

- რა ჯანდაბაა,- ყვირის შეწუხებული თეჰიონი.

- არ ვიცი,- ბუზღუნებს ჯონგუკი და წარბებშეკრული აკვირდება გარემოს. ჯერ კიდევ იატაკზე მწოლიარეს თვალებს უსწორებს და მზერა უშეშდება. ბიჭის ღრმა თაფლისფერ თვალებში იძირება, მის ლამაზ თვალის ჭრილს აკვირდება, პატარა ხალს ცხვირზე. წამის მეასედში ასკანირებს მის სახეს და დეტალურად იმახსოვრებს.

- ბოდიში,- ამბობს თეჰიონი და სწრაფად სცილდება. ფეხზე დგება და შარვალს იფერთხავს, უხერხულადაა, თვალებს აქეთ - იქით აცეცებს. ისევე, როგორც ჯონგუკი. ბიჭი კეფას იქექავს და ქვედა ტუჩს კბენს. ცალ ხელს კი ჯინსის ჯიბეში იცურებს.

- მე გავალ, გავარკვევ რა მოხდა,- ადგილზე ტრიალებს, საბოლოოდ კი კუპეს კარებს აღებს და დერეფანში უჩინარდება. თეჰიონს ცივი ოფლი ასხამს და თმებს უკან იყრის. წამიერი, მაგრამ დასამახსოვრებელი, ლამაზი და ჭკუისწამღები. თეჰიონს მსგავსი რამ არასდროს უგრძვნია.

ნიკაპზე თითებს იწყობს და თავს აყრდნობს, ჩანთიდან ბოთლს აცურებს. ჯონგუკი არადა არ ჩანს, თეჰიონს კი მართლა აინტერესებს რა ხდება და რატომ გაჩერდა მატარებელი. ცარიელ ბოთლს იქვე დებს, ფეხზე დგება და კარებს აღებს, რა წამსაც ჯონგუკი შემოდის და პირდაპირ მკერდზე ეჯახება ბიჭს.

რა უხერხული დილა გაუთენდათ. ჯონგუკი სწრაფად იხევს უკან და ვაგონის კედელს ეკვრის ზურგით. ისევე, როგორც თეჰიონი. ბიჭს უფლებას აძლევს შიგნით შემოვიდეს, შემდეგ კი მოპირდაპირე კუთხეებში იკავებენ ადგილს. თეჰიონი დუმს, თითებს აწვალებს და ელოდება, როდის იტყვის რამეს ჯონგუკი.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now