21. - მხოლოდ ერთი ღამე

535 64 40
                                    

თეჰიონს სურს მიიღოს ის, სურს დაბრუნდეს ძველი დრო, მაგრამ ხვდება, რომ ამდენს ვერ შეძლებს. მისთვის დროა საჭირო, დრო კი მას კლავს.

- ცოცხალია?- კითხულობს სოკჯინი და თმებზე ეჭიდება, შემდეგ კი თავს მაღლა აწევინებს,- მოკვდა?

- ყველაფერი კარგადაა, დამშვიდდი,- ხელს უქნევს ჯიმინი.

- კარგი,- თეჰიონის თმას თითებს აშორებს და ბიჭის თავიც ბრახუნით ეცემა მაგიდაზე. კიმი კვნესის, მაგრამ არ ინძრევა.- რამე სჭირს?

- შეყვარებულია, აქაურობის გამო მიტოვება მოუწია. კიმ თეჰიონია, როგორ არ იცნობ?- წარბს წევს ჯიმინი.

- თეჰიონი, თეჰიონი...- ჩაფიქრებული იმეორებს უფროსი,- გამახსენდა, ეს ის იდიოტია, ჩემი მეზობელი. გახსოვს რომ გითხარი დავინახე, ჩემს სამეზობლოში ვიღაც როგორ გადმოხტა აივნიდან - თქო?

ყვირის ხმამაღლა, რაზეც ჯიმინს თვალები უფართოვდება და ცარიელ ჭიქას მაგიდაზე ახეთქებს.

- რას ამბობ, სერიოზულად?

- ხო, პირდაპირ აივნიდან გადახტა. აი, იმენა გადახტა,- ცდილობდა აუხსნა უკეთესად,- მოაჯირს მოკიდა ხელი და გადმოხტა. ეზოში ვიყავი, მაგისი ტკივლნარევი კვნესაც კი გავიგე, საცოდავი.

- ან ეს შემშლის ან შენ,- ოხრავს და თმებში ხელს იხეჩავს,- მთელი ერთი კვირა მასზე არაფერი მესმოდა, მერე კი დამირეკა და მთხოვა, რომ იმდენხანს დამეფარებინა ხელი, რამდენსაც შევძლებდი.

- და შენც გააკეთე.

- რა თქმა უნდა, ის ჩემი მეგობარია. მერე მაინც იპოვეს და დარწმუნებული ვარ ძალით ჩამოიყვანეს, მას შემდეგ გახდა უბადრუკი, ცალმხრივი სიყვარულით დატანჯული. დღეს კი იმ ბიჭმა ნახა, ისეთი უცნაური შეხვედრა ჰქონდათ. ვეჭვობდი საერთოდ ახსოვდა თუ არა თეჰიონმა რომ მიატოვა...

- შერიგდნენ?- წარბებს ქაჩავს ჯინი.- მოიცა, ბიჭი?

- მერე ყბაში ისე ძლიერ მოსდო, წამებში გადამავიწყდა რას ვფიქრობდი.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now