11. - საოცარი გრძნობა

551 72 10
                                    

ჰე ჯინი ბიჭების ოთახში ჩუმად შედის. მათ ჯერ კიდევ სძინავთ, უფროსწორედ ჯონგუკი ნელ - ნელა ფხიზლდება, თეჰიონმა კი გუშინდელი უძილობის გამო თერთმეტ საათზე ძლივს შეძლო თვალის მოხუჭვა. პატარა სათამაშოსთან ერთად მშვიდად ეძინა, რომელიც იქვე საწოლზე იდო.

- დილამშვიდობისა,- ამბობს ხმადაბლა ქალი, და ბიჭის ოთახში ფარდებს წევს. თეჰიონი თვალებს იფშვნეტს და შემდეგ ღიმილით შესცქერის ჯინს.- საუზმე მზად არის, შეგიძლია დაბლა ჩახვიდე და რაც მოგინდება ის შეჭამო.
მე ჯონგუკთან გავალ.

თეჰიონი ჯერ სააბაზანოში შედის, შემდეგ საყვარელი პიჟამოების ამარა პირველ სართულზე. ესმის ჯონგუკის წუწუნი შორიდან, ბიჭს დილით იმაზე ბოხი ხმა აქვს, ვიდრე საერთოდ, თეჰიონს ამის გაგონებისას ტანში ჟრუანტელი უვლის, ამის შეჩერება არ შეუძლია. საუზმე მართლაც ხვდება მაგიდაზე, თვალებგაბრწყინებული უჯდება და ხელებს ჰაერში ახახუნებს. პირს მაშინვე იტენის და თან ეცინება, მგონი საფრანგეთის ჰაერი მასზე სხვაგვარად მოქმედებს, რადგან კორეაში ერთ ლუკმას ძლივს იდებდა.

ესმის კიბეზე ბაკუნის ხმა, მალევე ჯონგუკი ჩნდება შორტითა და ხელში თეთრი მაისურით, რომელსაც მალევე ირგებს სხეულზე. თეჰიონს ლუკმა სცდება, ჯერ ახველებს, ცდილიბს აზრზე მოვიდეს ისე, რომ ბიჭმა ვერ შენიშნოს, მაგრამ აშკარად შეუძლებელია, უკვე ჯონგუკიც კი ხედავს მის გაწითლებულ სახეს, სწრაფად უახლოვდება და წყალს აწვდის. თეჰიონი გონს რამდენიმე წუთის შემდეგ მოდის, შეშინებულ ჯონგუკს თვალებში აშტერდება და კიდევ ერთხელ ახველებს, როდესაც მის დაწყობილ კუბისკებს წამით წარმოიდგენს.

- კარგად ვარ, გეყოფა,- ხელს ჰაერში იქნევს თეჰიონი. ბიჭი კი მის პირდაპირ ჯდება და ჯერ კიდევ ანერვიულებული შეჰყურებს.

- რა დაგემართა? მეგონა ვეღარ ამოისუნთქებდი.

- არაფერია, უცნაური ჩვევაა, ხშირად მცდება ხოლმე რაღაც,- ხელს ჰაერში იქნევს, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now