20. - მისტერ იუმორინა

490 59 41
                                    

კოცნა მშვენიერია, სამყაროს აცილებს და სულ სხვა გალაქტიკაში აგდებს, მთელ გრძნობებს აქსოვს შიგნით. ნაზად ეხება ტუჩებით, გრძნობს როგორი ტკბილია თეჰიონის, როგორ დაჰკრავს ალუბლის გემო. მოცილება არ სურს.

თეჰიონი აგონიაშია, ხელებს ნაზად აცურებს მის მკლავებზე და ამჯერა ჯონგუკის ლოყებზე აწყობს, უფრო მეტად იზიდავს და ნაზი კოცნა მომთხოვნში იზრდება. თეჰიონს არ შეუძლია თავის შეკავება, ახლა დიდ გაურკვევლობაშია, მაგრამ ჯონგუკი აქ ჰყავს, მის წინ არის, მას ეხება, ჰკოცნის, მის სურნელს ისუნთქვას.

- გეყოფა,- ამოთქვამს გუკი მას შემდეგ, რაც უჰაერობის გამო კოცნას წყვეტენ. შუბლით თეჰიონისას ეხება და თვალებდახუჭული შეიგრძნობს მის გულისცემას, ახლა მის მკერდზე დადებული ხელით რომ გრძნობს.

- მაპატიე, ძალიან გთხოვ, მაპატიე,- ჩურჩულებს თეჰიონი.- ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ ფიქრობ.

ჯონგუკი სცილდება, შორიდან შესცქერის, თეჰიონს აცდის ისაუბროს.

- ვიცი, რომ არ არის, ყველაფერი ვიცი,- აწყვეტინებს და სანამ თეჰიონი რამის თქმას მოასწრებდეს, ძლიერი ტკივილი ყბაში ლამის გონებას აკარგვინებს. ხეს ხელებით ეყრდნობა. თავბრუ ეხვევა და გონზე მოსვლას ვერ ასწრებს, რომ ქეჩოში ხელს ავლებს და კიდევ ერთხელ ძლიერ ურტყამს. იმდენად, რომ ამჯერად ასფალტზე ეცემა.

- არ მოხვიდეთ,- ხელის ერთი აწევით აჩერებს მოახლოებულ მცველებს თეჰიონი.

- მაგრამ...

- თქვენ საქმეს მიხედეთ,- ცრის კბილებში და ისინიც ადგილს სცილდებიან.- კმაყოფილი ხარ?

ამჯერად ჯონგუკს ეკითხება.

-კმაყოფილი? რითი? შენი ცემით? ჯერ არ დამისრულებია,- მასთან იხრება და პერანგს ეჭიდება, მის სახეს უახლოვდება და კიდევ ერთხელ ათვალიერებს.- ნაბიჭვარი ხარ, როგორ შეგეძლო ისე დაგეტოვებინე, რომ სიტყვა არ გეთქვა? ან ამ ორი კვირის განმავლობაში არ მოგეწერა? იცი მაინც რა დღეში ვიყავი?

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now