5. - მოგზაურობა უცნობთან

588 78 35
                                    

თეჰიონს მშვიდად მიეყუდებინა თავი, თვალები დაეხუჭა და თვლემდა, მაგრამ ნორმალურად ძილის საშუალებას ხმაური არ აძლევს, ასევე ჯონგუკიც, რომელიც ყოველ წუთს ამოწმებს ბიჭს სძინავს თუ - არა.

- ჰეი, ისევ გძინავს?- ბიჭს თითქმის ყვირილი უწევს, რადგან მანქანის გუგუნში ჭირს ხმის მიწვდენა.

- არა,- მოკლედ პასუხობს თეჰიონი. საათზე მეტია ამ პატარა სატვირთოთი მგზავრობენ, რადგან სხვა არცერთ სულიერს არ გაუვლია ქუჩაში, მოშიებულებს კი ერთი სული ჰქონდათ, ოღონდ ქალაქში მოხვედრილიყვნენ და თანახმა იყვნენ ყველაფერზე.

- მალე მივალთ,- გამამხნევებლად იღიმის, მის ღიმილს კი თეჰიონიც კარგ ხასიათზე მოჰყავს. თითქოს ენერგიით იმუხტება და ყველანაირი სევდა და მწუხარება ავიწყდება. ეს ბიჭი ზედმეტად კარგად მოქმედებს მასზე, მოსწონს მასთან ყოფნა და თავს იმაზე კომფორტულად გრძნობს, ვიდრე საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის სახელებიც კი არ იციან.

ჯონგუკი ჩუმად ზის, თეჰიონის პირდაპირ. თითებით კი მუხლებზე გადახეულ ჯინსებს აწვალებს. ბიჭისკენ მზერას აპარებს, მაგრამ წამიერად, რადგან იცის სხვა შემთხვევაში ზედმეტად მიაშტერდება. თეჰიონი შენიშნავს, მას კი პასუხი არ აქვს მოფიქრებული. ბიჭს ვერ ეტყვის, რომ უბრალოდ მისი სახე მოსწონს და ამიტომ აშტერდება, რომ ულამაზესი სახის ნაკვთები აქვს, მისი ოთხკუთხედური ღიმილი მოსწონს, პატარა ხალი ცხვირზე და ის გრძელი თითები, თმებში რომ იცურებს ხშირად.

ჯონგუკისთვის სამყაროს სხვანაირი ფერები შეემატა თეჰიონთან შეხვედრის შემდეგ. ყველაფერი ორმაგად ფერადი ჩანს, მხიარული. სევდას მის გვერდით ადგილი აღარ აქვს, რადგან ახლა აქ თეჰიონია. რაც მას შეხვდა, ერთხელაც არ მოუწყენია. წესით ახლა დამწუხრებული უნდა იყოს, რადგან სახლიდან გამოიქცა და მთელი ოჯახი ასეთ საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა, მაგრამ პირიქით, თავს ორმაგად ბედნიერად გრძნობს და ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ის უცნობი ბიჭია, ახლა მის წინ რომ ზის და დაბნეული იყურება.

𝓝𝓪𝓿𝓲𝓵𝓮𝓻𝓪Where stories live. Discover now