21

885 20 1
                                    

21 თავი.

ბურდული ჩვენგან მოშორებით დადგა და ისე საუბრობდა ტელეფონზე.დროდადრო იცინოდა.საუბარს რომ მორჩა ჩვენთან მოვიდა, ალექსანდრეს თავზე გადაუსვა ხელი და მე გამომხედა თვალები უციმციმებდა.
-წავიდეთ ნაყინისთვის ხო?-მკითხა მხიარულად. 
-წავიდეთ კი და მალე დავბრუნდეთ,სახლში მარტო მყავს ჩემი და-ძმა დატოვებული.-ვუთხარი და მზერა ავარიდე.
-შენი დახმარება დამჭირდება ანა!-მითხრა როდესაც მანქანაში ჩავჯექით.
-ჩემი? -გამიკვირდა.
-ხო შენი,ოღონდ დღეს არა,ხვალ ხომ გცალია?
-არ ვიცი,ალბათ კი... და რა ხდება?
-თიკოს მინდა ბეჭედი შევურჩიო და შენ დამეხმარე რაა.-მითხრა დაბალ ხმაზე.დამიარა მთელ ტანში მისმა ნათქვამმა.საცოლესთვის ბეჭდის ყიდვა უნდა და მე მარჩევინებს.სიბრაზემ ლამის დამახრჩო.
-ესე იგი თიკო ჰქვია ხო?
-კი თიკო ჰქვია... და მაგას რაიმე არსებითი მნიშვნელობა აქვს?
-არა! ლამაზი სახელია.. მახსოვს არ აპირებდი ქორწილამდე თქმას.
-ნუ წამომცდა რა-გამიღიმა-რას შვები მეხმარები თუ არა?!
-მე რა დაგეხმარო ალექსანდრე?! იქნებ და არ მოეწონოს ჩემი არჩეული სტილი საერთოდ.
-ჩემი ნაჩუქარი ყველაფერი მოსწონს მას და ესეც მოეწონება.უბრალოდ შენ იმიტომ გთხოვე უფრო გეცოდინება ქორწილის დღისთვის,საქორწინო საჩუქრად როგორი ვაჩუქო,შენ ხომ გამოცდილი ხარ ამ საქმეში-ბოლო სიტყვები მაღალფარდოვნად თქვა.
-კარგი დაგეხმარები.წავიდეთ ხვალ და ავურჩიოთ შენს მომავალ ცოლს ბეჭედი.-მეც იგივე ტონალობით ვუთხარი.
-შენ რატომ არ გიკეთია ქორწინების ბეჭედი?-მკითხა და ჩემს მარჯვენას დაწვდა.
-დამავიწდა გამეკეთებინა,ღამით ვიძრობ ხოლმე და..-ისევ ვიცრუე და ხელის განთაავისუფლება ვცადე.
-რა ზომა გაქვს თითი?-ხელს არ მიშვებდა მაინც.
-ჩვიდმეტ ნახევარი!
-ჰოდა ეგრე აქვს თიკოსაც... კარგი სიურპრიზი გამომივა!-გამომხედა და გამიღიმა.ინტერესი მკლავდა, თიკოს შესახებ მინდოდა უფრო მეტი მცოდნოდა.მაგრამ შეკითხვების დასმის მრცხვენოდა.არ მინდოდა მიმხვდარიყო,რომ ვეჭვიანობდი და მტკიოდა მისი გაბედნიერება.მარტო მე არ ვიყავი,რომ ჩემს თავზე მეფიქრა.კარგი და ვაპატიე ბურდულს ის ,რომ გაუფრთხილებლად წავიდა ჩემგან და ეს წასვლა 6 წელი გაგრძელდა ამდენი ტკივილით და დარდით.. მაგრამ ჩემს უკან ჩემი ოჯახიც იდგა.. როგორ მიიღებდნენ მამა და ჩემი ძმა ბურდულს ჩემს გვერდით?.. ამაზე ფიქრს და დარდს აზრი აღარ ჰქონდა უკვე. ლექსოს თავისი ბედნიერება ჰქონდა გადაწყვეტილი და ამაში ხელს არ შევუშლიდი. მხოლოდ ჩემი შვილი მაფიქრებდა რომ მკითხოს „დედა მამა რატომ არ მოდის ჩვენთან სახლში?“ რა უნდა ვუპასუხო მაშინ?.. არ ვიცი.. ალბათ უბრალოდ გავჩუმდები...
-მოვედით!-ჩამესმა ბურდულის ხმა.-მამი,შენი ფაფი აქ დავტოვოთ მანქანაში,კარგი?-უთხრა ალექსანდრეს.
-მარტო არ იტირებს?-შეებრალა ბავშვს ლეკვი მარტო დატოვებისთვის.
-შენ,რომ მარტო რჩები ტირი ხოლმე?
-არა!-განუცხადა მტკიცედ პატარა ბურდულმა.
-ჰოდა ეგეც არ იტირებს,შენსავით მაგარია!
-კარგი ჰოო!-თავ ჩაქინდრული გადმოვიდა ალექსანდრე მანქნიდან.ნაყინი ვიყიდეთ და იქვე ქოლგის ჩრდილში მაგიდასთან დავსხედით.თავ-ბრუ დამეხვა მოულოდნელად,ირგვლივ ყველაფერი დაბნელდა,ცივმა ოფლმა დამასხა.მუხლებში ძალა დამეკარგა.
-გეხვწები წყალი მომიტანე-ძლივს ვუთხარი ლექსოს.შეშინებულმა დამაკვირდა და გიჟივით გავარდა წყლის მოსატანად.წამებში ჩემთან იყო.
-რა მოგივიდა?! დალიე მიდი-მკითხა და წყალი მომაწოდა.ცივმა წყალმა ცოტა მომაკეთა.ალბათ გადავიღალე და თან მზეზე ვიყავი დღეს დიდი ხნით და იმის ბრალიათქო გავიფიქრე.
-არაფერია,არა!.. უბრალოდ გადავიღალე-ავუხსენი ბურდულს ჩემი შეუძლოდ გახდომის მიზეზი.
-წამო წავიდეთ ექიმთან ანა!-მითხრა შეწუხებული ხმით. მაშინ გამიაელვა აზრმმა,რისი ბრალიც იქნებოდა ჩემი ცუდათ გახდომა.გულში გადავიხარხარე ბოროტი სიცილით.
-არ მინდა ექიმი,ისედაც ვიცი რატომაც შევიქენი ასე-ვუთხარი დაბალ ხმაზე,არ მინდოდა ბავშვს მოესმინა ის რის თქმასაც ვაპირებდი.
-ჰოო? და რა გჭირს?-ინტერესით მომაჩერდა ლექსო.
-დედობისთვის ვემზადები მეორედ-თითქმის ვუჩურჩულე ღიმილით ჩემი ასე დიდი ტყუილი,მინდოდა დარწმუნებულიყო,რომ მისი დაოჯახება დიდად არ მაინტერესებდა და მადარდებდა.
-მართლა?-ფერი ეცვალა სახეზე..გათეთრდა და თვალები გაუფართოვდა.
-ხო,დღეს დილით გავიგე!-განვაგრძობდი თამაშს.-ძალიან დიდ სიურპრიზს დავახვედრებ ჩემს ქმარს,ვიცი ძალიან გააბედნიერებს ეს ამბავი.-მთელი სერიოზულობით და დამაჯერებლობით ვმსახიობობდი. მის გაფართოვებულ თვალებში თანდათან სიბრაზე დგებოდა და გულში ბოლო ხმაზე ვხარხარბდი ბურდულის ასეთ,ვითომ და შეუმჩნეველ რეაქციაზე.აბა რა გეგონა ალექსანდრე,მარტო შენ იქნები ბედნიერი და მე შორიდან გიყურო გულდაწყვეტილმა? გავიფიქრე და უფრო ვუმატე სიცილს ჩემში.-არ მომილოცავ?-ვკითხე სპეციალურად.
-ა.. ჰო!... გილოცავ,გილოცავ! კარგია მიხარია..-მითხრა დაბნეულმა.აშკარად შეაწუხა ჩემმა ახალმა ამბავმა ბურდული და ვერ გავიგე,ცოლი მოჰყავს და ჩემმა ასეთმა სიახლემ რატომ იმოქმედა მასზე ასე.მომეწონა ლექსოს ასეთი რეაქცია და გადავწყვიტე გამეგრძელებინა თამაში.
-წაგვიყვანე სახლში,შეგიძლია?-ვკითხე შეწუხებული ხმით.
-კი,კი წავიდეთ... მისმინე, იქნებ აჯობებს ხვალ სახლში დარჩე,ასეთ მდგომარეობაში არ მინდა შეგაწუხო-მითხრა ფერწასულმა.
-არა,არ შევწუხდები.. ავად კი არ ვარ!.. გამომიარე ხვალ დილით და წაგყვები.-გავუღიმე,რომ ჩემი ნათქვამი დამაჯერებელი ყოფილიყო.ჩემს ტყუილის ანკესზე წამოეგო ბურდული.თვალის თეთრი გარსი თანდათან უწითლდებოდა.წამით შემებრალა კიდეც მის სახზე ისეთი ტკივილი დავინახე,მაგრამ მისი ასეთი რეაქცია უფრო აზარტული და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. საჩუქრისთვის მადლობა გადავუხადეთ,დავემშვიდობეთ და მანქანიდან გადმოვედით.
მეორე დღეს დამირეკა და ალექსანდრეს წამოყვანაც მთხოვა.ჩემი დაც წავიყვანე,აღარ უნდოდა სახლში დარჩენა.ჩემი ძმა ისევ კომპიუტერთან დარჩა.
-ეს ჩემი დაა გაიცანი-გავაცანი ბურდულს,როცა ჩემი სახლის ჭიშკართან მის მანქანაში ვსხდებოდით.ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და სასიამოვნოა-თი შემოიფარგლეს.საოცრად სიმპატიურად გამოიყურებოდა ბურდული,წამით სუნთქვაც კი შემეკრა მისი დანახვისას.ალექსანდრე კისერზე ჩამოეკიდა მამამისს.მანქანაში უკან დაჯდომას ვაპირებდი,მაგრამ ლექსომ წინ დაჯექიო მითხრა და მეც მის გვერდით მოვკალათდი.
-ნანულის უნდა გავაცნო ალექსანდრე-მითხრა ბურდულმა.
-კარგი გავაცნოთ-დავეთანხმე-ნანულის მეც ვნახავ როგორ არის?
-არი რა ძველებურად. შენ როგორ ხარ?-მკითხა და გამომხედა,მზერა ჩემს მუცელზე გადაიტანა.
-კარგად ვარ,არამიშავს.-გავუღიმე.დავაფიქსირე როგორ აუტოკდა ნერვი.ტუჩი ნერვიულად მოკუმა და გვერდზე გაიხედა.
-როდის ბრუნდები ამერიკაში?
-აგვისტოს ბოლოს წავალთ.სექტემბერში სწავლა ეწყება ალექსანდრეს.-ვუპასუხე მშვიდად,არადა წასვლა რომ გამახსენდა გამზრინა ტანში,რომ კარგა ხანს ვერ ვნახავდი ლექსოს.
-მე არ მინდა წასვლა იქ,აქ მინდა საქართველოში!-თქვა წუწუნით ბავშვმა.გაგვეღიმა მის ნათქვამზე.
-მამი მამიკოსთან დარჩები?-კითხა ბურდულმა და სარკიდან გახედა შვილს.
-კი,კი დავრჩები-აღტაცებით წამოიძახა პატარა ბურდულმა.-დედი დავრჩეთ რა მამიკოსთან,შენც ხომ დარჩები დედა მამიკოსთან?-შვილის ასეთმა შეკითხვამ ადგილზე გამაშეშა,ინსტიქტურად ბურდულს გადავხედე,ისიც მიყურებდა და აშკარად ეტყობოდა ჩემს დღეში იყო ისიც..
-არ ვიცი დედი,სკოლაში დავრეკოთ და თუ არ გაბრაზდება მასწავლებელი,მაშინ დავრჩეთ-ვუთხარი დაბნეულმა რაც მომაფიქრდა.
-ლეკვი როგორ არის მამი?-შეცვალა ბურდულმა სალაპარაკო თემა.ალექსანდრესაც ეს უნდოდა და მთელი გზა თავისი ფაფის ამბებს უყვებოდა მამამისს.ლექსო დროდადრო საყვედურით სავსე თვალებით გადმომხედავდა ხოლმე.
ნანულიმ ალექსანდრეს დანახვისას შეიცხადა,სიხარულისგან იცრემლებოდა.თბილად ჩამიკრა გულში.მერე ჩემს შვილს ეფერა ბევრი.
-მამი ნანული ბებოსთან დარჩით შენ და დეიდა,მე და დედას საქმე გვაქვს და მალე მოვალთ კარგი?! ნანუ აქ გამოუტანე ის სათამაშოები რაა.. სათამაშოები გიყიდე ძაან მაგარი,მოგეწონება ვიცი-უთხრა ბავშვს.-ნანულიმ საათამაშოებით სავსე დიდი ყუთი შემოიტანა ოთახში და ალექსანდრეც შიგ სიხარულით ჩაძვრა. შვილს ვაკოცე,დას თვალი ჩავუკარი და სახლიდან გამოვედით.
-ქმარი რომ არ გყავდეს ცოლად გამომყვებოდი?-მკითხა მოულოდნელად.ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა.
-შენ,სხვა რომ არ გიყვარდეს და სხვას რომ არ ირთავდე ცოლად,მომიყვანდი მე? -დავუბრუნე კითხვა და მუხლები ამიკანკალდა.
-ეჭვი გეპარება?-მკითხა და თვალებ მოჭუტულმა გამომხედა.
-სადღაც კი,ვეჭვობ რომ არ მომიყვანდი-გადავწყვიტე მის ნევრბზე თამაში.ირონიულად ჩაეცინა და თვალები მრისხანებით აევსო.
-არც არასოდეს გჯეროდა შენ ჩემი-მითხთრა ისეთი სევდიანი და დარდიანი ხმით,გული გამიჩერდა. რომ არ მცოდნოდა,რომ ცოლი მოჰყავდა სიმართლეს ვეტყოდი,ვეტყოდი რომ ისევ ისე მიყვარსა და ერთადერთი მამაკაცია ჩემს ცხოვრებაში და მას ვერავინ ვერ შეცვლიდა ვერასოდეს.
-არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-გავიბუსე და ფანჯარაში გავიხედე.
-კარგი,როგორც გინდა.. უთხარი შენს ქმარს ახალი ამბავი?-ხმა შეეცვალა.
-არა არ მითქვამს ჯერ.რომ ჩამოვა მაშინ ვეტყვი.-ტყუილს ტყუილს ვამატებდი.
-წარმომიდგენია როგორ გაიხარებს.-ჩაილაპარაკა ნაღვლიანმა.
-ხო ძალიან გაეხარდება-დავუდასტურე უტიფრად.კბილები ერთმანეთს დააჭირა და გავიგონე როგორ დაიღჭრიალა ყბებმა.-თიკო როგორი გოგოა?
-თიკო?.. კარგი გოგოა ძალიან.. მინდა მასთან ბედნიერი ვიყო,თუ რამემ არ შემიშალა ხელი.
-და შენ რამ უნდა შეგიშალოს ხელი?-გამეღიმა.
-ხდება ხოლმე დაუგეგმავი რაღაცეები-გამოსცრა და მზერა ისევ ჩემს მუცელზე გადაიტანა. ავხურდი,ავილეწე და მუცელმა ნერვიულობისგან გამწვა.რას გულისხმობდა?
-ხდება ხოლმე,მაგრამ არამგონია შენ რაიმემ დაგაბრკოლოს.
-ასე ფიქრობ?!
-კი,ასე ვფიქრობ. ბედნიერეი იქნები შენს მომავალ ცოლთან ერთად და შენც გეყოლება შვილები.-გავუღიმე.
-ალბათ!..
-როგორი ბეჭდის ყიდვას ფიქრობ?
-რავიცი,რომელიც მოგეწონება.
-ჩემს მოწონებაზეა?
-ვენდობი შენს გემოვნებას.
-ხომ არ ვუდედამთილო შენს ცოლს კიდე?-ვუთხარი სიცილით.მასაც გაეცინა.მანქანა სადგომზე გააჩერა და ბეჭდის საყიდლად მაღაზიაში შევედით. თვალები ამიბრჭყვიალდა ამდენი ლამაზი სამკაულის დანახვისას და მათი ბრწყინვალებისგან.თეთრი ოქროსგან ნაკეთი ბრიალინტის თვლიანი ბეჭედი ავარჩიე.
-ეს მომწონს,თან ძალიან ძვირფასია,ლამაზი დიზაინი აქვს,ძალიან დახვეწილი ნაკეთობაა.-ვუთხარი და ბეჭედი გავუწოდე.
-ძალიან კარგი,გაგიკეთო აბა მოდი,ხელზე როგორია?!-მითხრა და ინტერესით დააკვირდა ბეჭედს.მარჯვენა ხელი გავუწოდე,თრთოდა ჩემი სხეულის ყველა კუნთი.ჩემი გაყინული ხელი მისი ტორით დაიკავა და ბეჭედი გამიკეთა.მოუხდა ძალიან თითს.მომეწონა.შევატყე მასაც მოეწონა.კმაყოფილმა ჩაიღიმა.
-ლამაზია,ჰო?-ვკითხე და ბეჭდიანი ხელი ახლოს მოვიტანე,უკეთ რომ დავკვირვებოდი.
-ძალიან ლამაზია,და ძალიან გიხდებათ!-გამყიდველი ჩაგვერთო საუბარში.
-ვყიდულობ!-უთხრა მშვიდი ხმით ლექსომ გამყიდველს.
-ძალიან კარგი!.. გილოცავთ,სულ ბედნიერები ყოფილიყავით-გვითხრა ღიმილით და ბეჭდის ყუთი გამოგვიწოდა.უხეხულად ვიგრძენი თავი,მე რა შუაში ვიყავი მილოცვასთან.
-მიდი მანქანაში დამელოდე და მოვალ ახლავე.-მითხრა ბურდულმა.
-ბეჭედი?-წამოვიძახე და თითიდან მოძრობა ვცადე.
-გეკეთოს,არაუშავს.-გაკვირვებულმა გამოვბრუნდი უკან და მანქანისკენ ავიღე გეზი.ნანას დავურეკე „ალექსანდრე ძალიან კარგადაა,კარგად ერთობა და არაფერი ინერვიულო!“-ვო მითხრა,მეც მშვიდად ჩავისუნთქე და მანქანაში ჩავჯექი. ბურდულის მოსვლამდე ბრილიანტის თვლიან ბეჭედს ვაკვირდებოდი,ასე ძალიან რომ მიმშვენებდა თითს და სხვისთვის რომ იყო განკუთვნილი.კარი გაიღო და ლექსო საჭეს მიუჯდა.
-იმედია თიკოს მოეწონება-ვუთხარი და ბეჭედი მოვიძვრე.
-კი მოეწონება.-მითხრა უემოციოდ.
-წავიდეთ ახლა სახლში,ბავშვს ჭამა უწევს და..
-ბავშვს ნანული და ჩემი და მიხედავს,შენი დაც იქ არის,ასე რომ ნუ ინერვიულებ ალექსანდრეზე-ისე მითხრა ჩემთვის არ გამოუხედავ,მანქანა გიჟივით მოწყვიტა ადგილს.
-შენი და? აქ არის?-გამიკვირდა-მაგრამ,რატომ უნდა მიხედონ იმათმა?-ვერ გავერკვიე მის ნათქვამში.თვალების ბრიალით გადმომხედა.არაფერი უპასუხია,გამაჩუმა უბრალოდ მისმა ასეთმა შემოხედვამ. შევატყე მანქანა სახლისკენ არ მიდიოდა.-ალექსანდრე,სად მივდივართ?-ვიკითხე გამკრთალი ხმით.
-უნდა დაგსაჯო!-მიღრიალა.შევხტი მის ხმაზე.
-რა უნდა ქნა?-გამეპარა ხმა.თან გამახსენდა ჩემი ვითომ ორსულობა-როგორ მიყვირი,არ იცი,რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება?!-ავიმაღლე ცოტა ხმა.ისევ მრისხანე მზერა მომავლო.ვერ ვხვდებოდი ასე უცებ რამ შეცვალა,რამოდენიმე ხნის წინ საწყალ და ნაღვლიან ბურდულს ვხედავდი და ახლა გაცოფებული ლომი იდგა ჩემს გვერდით.
-ნერვიულობა არ შეიძლება არა?!
-დიახაც!
-აღარ გააგრძელო მეტი!..
-რა დაგემართა?
-არაფერი!.. ვერ ვიტან როცა ჩემს მოტყუებას ცდილობენ თან უნიჭოდ!..გაიგე?-გამოსცრა კბილებში.დენმა დამარტყა მეგონა.
-და მერე ვინ გატყუებს?-უტეხად ჩემს პოზიციას არ ვთმობდი.
-კიდე არ ჩერდები ხო?..
-რა გინდა ლექსო?!.. სახლში წამიყვანე ახლავე,ბავშვთან!-ვუთხარი ბრძანებით თან ხმამაღლა.
-ვერ ნახავ დღეს ბავშვს,დაივიწყე.
-რაა? რას ქვია ვერ ვნახავ?-ლამის ვიკივლე.
-ხო ვერ ნახავ,დასჯილი ხარ!
-ახლავე გააჩერე მანქანა-ვუთხარი განრისხებულმა და ღვედი შევიხსენი. მანქანს სახელურს დავწვდი რომ გამეღო.ალბათ გადავხტებოდი დაუფიქრებლად ისე გავმწარდი მის ასეთ მოქცევაზე.
-ვერ გააღებ ჩაკეტილი მაქვს-მითხრა გამარჯვბულის ხმით.
-რა გინდა ჩემგან,რა დაგიშავე?!-ცრემლიანი ხმით ამოვიკნავლე.
-მეც დამიშავე,შენს თავსაც და ბავშვსაც!..
-ბავშვს რა დავუშავე?!-გულზე მომხვდა ეს ნათქვამი.
-ის რომ არ აძლევ უფლებას მამასთან ერთად იცხოვროს და იყოს ბედნიერი ჩემთან ერთად..
-როგორ? ეგ როგორ უნდა მოხერხდეს მერე?-გავცოფთი-სხვა მოგყავს ცოლად.. და რა გინდა შვილი გინდა წამართვა და შენს ცოლთან ერთად აცხოვრო? იმის გამო რომ შენთან ახლოს იყოს?.. მე რა ვქნა მერე?-თავს ვერ ვაკონტროლებდი,ვყვიროდი უკვე ბოლო ხმაზე.ძარღვები დასკდომას მქონდა.
-შენ რა უნდა ქნა?.. 

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now