25

1.6K 34 16
                                    

25 თავი.

-რა ხდება ანა,ხომ მშვიდობა?-მკითხა ლექსომ შეშფოთებული ხმით.
-კი,კი მშვიდობაა,დამშვიდდი რა სახე გაქვს.-გამეცინა.
-რავიცი ისე მითხარი,გული გამისკდა!-მითხრა და ძრავი ჩართო-წავედით ხო?
-კარგი წავიდეთ.-მანქანა ეზოდან გადაიყვანა და მერე მომიბრუნდა.
-რის თქმას აპირებდი?
-ახალი ამბის.
-მიყვარს ახალი ამბები.
-ფეხმძიმედ ვარ!-ვუთხარი სუნთქვა შკრულმა.ჩემს ნათქვამზე მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა ბურდულმა.
-რა თქვი?-თვალებ გაფართოებულმა შემომხედა.
-კიდევ უნდა გვეყოლოს შვილი.-მუცელზე ხელი დავიდე და ლექსოს გავუღიმე აცრემლებულმა.
-ანა... ანა... კიდევ?.. შვილი..-ლუღლღებდა დაბნეული ბურდული.
-რა იყო,არ გაგიხარდა?-ვკითხე გაბუსულმა.
-ვაიმე რას ამბობ ანა!.. სიხარულისგან დავიბენი... ძალიან მიხარია,... კიდევ უნდა გაიბერო?!-გაეღიმა და მუცელზე მომისვა ხელი-ჩემს თვალ წინ უნდა გაიბერო... რაც ალექსანდრეზე გამოვტოვე ახლა ავინაზღაურებ.. ანა რა მაგარიაა!... როგორ გამახარე,როგორ გამაბედნიერე ახლა-ბურდულს თვალები აემღვრა.
-მეც ძალიან ბედნიერი ვარ,ვერ ავღწერ ისე მიხარია.მეორე გზის მშობლები ვხდებით-სიხარულისგან ტუჩებს ვერ ვუყრიდი თავს.
- მამიკოს პატარავ,იცი როგორ გამახარე?!-ლექსომ ჩემკენ გადმოიწია და მუცელს ზემოდან დაჰხედა.
-ოჰ,მიისაკუთრა უცებ!-წამოვიძახე სიცილით.
-დიახაც,ჩემია.. ალექსანდრე ხო სულ ჩემია,სუნთქვაც კი ჩემი აქვს და ეგეც ჩემი იქნება.-თვითონაც იცინოდა და სითბო ჩამდგარი თვალებით მიყურებდა.
-ვერ მოგართვი.. თუ გოგო იქნა,მარტო ჩემია!
-აუ.. აუ.. თუ გოგო იქნაა ხო საერთოდ რააა... „იმენა" მამიკოს გოგო უნდა გავზარდო.-თვალები გაუბრწყინდა ბურდულს-აუ მამი გოგო იყავი რაა-ისევ დახედა ჩემს მუცელს.გამეცინა მის ნათქვამზე. ტელეფონმა დაურეკა ლექსოს-გისმენ!... არა,აქვე ვართ სახლთან,რა მოხდა!...ხომ არ ტირის?-ჰკითხა შეშფოთებით და მანქანა სასწრაფოთ მოაბრუნა.
-რა ხდება ლექსო?-ავნერვიულდი.
-ალექსანდრეს მაღალი სიცხე აქვსო... არ ინერვიულო კარგი?! წამალს დავალევინებთ და კარგად გახდება.თან ჩემი და ექიმია.-სცადა ჩემი დამშვიდება,ალბათ ძალიან მეტყობოდა სახეზე მწუხარება.
-გამიცივდა ალბათ,სულ დარბის და სულ სველი აქვს ტანსაცმელი-ვთქვი გულ-შეღონებულმა.
-კარგი დამშვიდდი ახლა გეხვეწები,პატარაზე იფიქრე.
-ვერ ვმშვიდდები ხოლმე როცა ალექსანდრეს რაიმე აწუხებს,მთელი სხეული მეწვის მაგ დროს.მას რომ ტკივა მეც მტკივა მასთან ერთად. კბილები რომ ამოდიოდა ერთად ვტიროდით.-თვალებზე ცრემლი მომადგა.
-ვახ ჩემი... და მე მაგ დროს სად ვიყავი... წარმოდგენაც არ მქონდა შვილი თუ მყავდა-განერვიულებული და სევდიანი მზერა მომაპყრო და სახეზე ჩამომისვა ხელი.რეზომ ჭიშკარი გაგვიღო.-ფრთხილად ამოდი კიბეებზე.-გამაფრთხილა ლექსომ სახლის კარი რომ შევაღეთ.ბავშვი საწოლზე იწვა და მაღალი სიცხისგან სახე და თვალები დაწითლებოდა.
-დეე! ჩემი დიდი ბიჭი. როგორ ხარ?!-შუბლზე ვაკოცე ღიმილით და საწოლზე ჩამოვუჯექი.-რამდნი აქვს ტემპერატურა?-ვკითხე ლექსოს დას.
-ოცდათვრამეტი და შვიდი.წამალი დავალევინე ახლა,მალევე დაუწევს.ყელი აქვს ცოტა შეწითლებული...
-რა სჭირდება მერე წამლები ჩამომიწერე და წავალ ვიყიდი-უთხრა დას აღელვებულმა ბურდულმა.
-ჩამოვწერ ახლავე,ბევრი არაფერია,საშიშიც არაფერია და რა სახით ხარ ლექსო ბავშვს შეეშინდება რა იყო..
-ოო რავი ავნერვიულდი... მამი როგორ ხარ?-საწოლთან ჩაიცუცქა და შვილის ხელს ხელი მოუჭირა.
-კარგად ვარ,წამალი დავლიე და არ ვიტირე.-უთხრა ალექსანდრემ მამას.
-ლაპარაკზე ეტყობა ყელი რომ სტკივა-ვთქვი და სველი თმები ხელით გადავუწიე ალექსანდრეს.-დე ნერწყვს რომ ყლაპავ ძალიან გტკივა?
-არა,არ მტკივა.მე დიდი ვარ უკვე.-გაგვეღიმა პატარა ბურდულის ნათქვამზე.
-ჰო დიდი ხარ უკვე აბა რაა, მამიკოს დიდი ბიჭი ხარ შენ.შემოგევლე ჩემი კაცი რომ ხარ!-ისეთი თბილი ხმით მიეფერა ბურდული ბავშვს გული საგულეს ვერ დაეტია,ამიჩუყდა და ცრემლებად მომადგა თვალებზე.
-ლექსო,აი აქ რაც წერია,აჩვენე ფარმაცევტს და მოგცემს.-ფურცელზე დაწერილ წამლებს თვალი შეავლო ლექსომ,ალექსანდრეს აკოცა,მე ცხვირზე მომიჭირა ხელი მსუბუქად და გავიდა.
-ფრთხილად იარე-მივაძახე გასვლისას.
ბავშვს მალევე დაუწია სიცხემ და თამაშის ხასიათზე მოვიდა.
-მე და ბაბუმ ორი ice cream ვჭამეთ გუშინ-გამომიტყდა ალექსანდრე.
-ჰოდა მიტომ გაქვს სიცხე დღეს და მიტომაა რომ გტკივა ყელი.. ხომ გაფრთხილებ,რომ ერთზე მეტი არ შეიძლება ნაყინის ჭამა-თქო?!-ვუსაყვედურე შვილს და დაცვარული შუბლი მოვუწმინდე.
-აბა მინდოდა და ბაბუმ მითხრა რაც მე მინდა ყველაფერს შეგისრულებო.-მითხრა ტუჩებ აბზუებით პატარა ბურდულმა.
-გასაგებია,რომ გინდოდა,მაგრამ შედეგზეც უნდა იფიქრო,რა მოხდება შემდეგ,შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ უკევე დედი!
-რომ მეფიქრა ვერ შევჭამდი.მე კი ძალიან მინდოდა ორი ნაყინი.-გამცა მოსწრებული პასუხი და ჩემი გულიანად გაცინებაც მოახერხა.
-საიდან ამდენი ჭკუა,ამ პატარა თავში?-მივეფერე შვილს და ხელებზე ვაკოცე.
-რაო რა თქვა?-ოთახში ლექსო შემოვიდა წამლებით ხელში.
-ასე მალე მოხვედი-გავიოცე და თან გამიხარდა მისი დანახვა. სულ მიხარია ხოლმე როცა ვხედავ,სულ გულს მიჩქარებს მისი შეხედვა და სახლში შემოსვლა.
-მალეა?-გაეღიმა-მე კი მეგონა დავიგვიანეთქო.
-უკვე აღარ მაქვს სიცხე-ახარა მხიარულად ალექსანდრემ უფროს ბურდულს.
-ვაუუ რა მაგარია მაა!აი რომ მორჩები ნაყინს გიყიდი.-უთხრა ჩუმათ ბავშვს.
-ჰმ! კიდე ნაყინიო,მაგის გამო ვსაყვედურობდი ახლა ვაჟბატონს-გავკაპასდი-ორი ნაყინი უჭამია გუშინ ჩუმათ და მიტომ აქვს ახლა სიცხე.
-აუ მართლა მამი?-ვითომ ეწყინა ბურდულს ისეთი სახე მიიღო. სასაცილო შესახედავი იყო.
-მეტს აღარ ვიზამ რა დედიკო,არ მომწონს რომ ბრაზდები-ჩაიბურტყუნა ჩემმა შვილმა.
-აგე,ჩემი კაცი!-წამოიძახა ლექსომ
-ჰო,ჰო, როგორ გაგიძლებთ თქვენ მე.. ორი ჯიუტი,ორი ალექსანდრე,ორი ბურდული.-გამეცინა მათი შემხედვარე.
-მე ვიკითხო . ეგ რომ შენსავით სისხლის გამშრობი და ჯიუტი იყოს,ორს ერთად როგორ გაგიძლოთ მერე?-სიცილითვე მითხრა ბურდულმა და მუცელზე მომადო ხელი.მისი ხელის სიმხურვალემ მთელ სხეულში დამიარა.
-ალექსანდრესთვის არ მითქვამს ჯერ... დედი,რაღაც უნდა გითხრა ვიცი,რომ გაგიხარდება.-ბავშვი ინტერესით მომაჩერდა-დეე ბეიბი უნდა გვეყოლოს-ვუთხარი სიხარულით,ჩემი სიხარული მასაც გადაედო და წამოიძახა.
-ქუულ!-(მაგარია)-ორივენი ბედნიერი სახეებით ვუყურებით ჩვენი შვილის სიხრაულით სავსე თვალებს.
-დაიკო გინდა რომ გყავდეს თუ ძამიკო?
-ორივე!.. ორივე მინდა მე?-აწუწუნდა პატარა ბურდული.
-ორივეე?!-თითქმის ერთხმად აღმოგვხდა მე და ლექსოს და ერთმანეთს მივაჩერდით.-ტყუპები? არა საიდან გამორიცხულია-ვთქვი გადაწყვტით.
-ტყუპები.. არაა გამორიცხული ისე რომ იციოდე, დედაჩემი ტყუპის ცალი იყო.
-მერე რა? ვითომ გადმოვიდოდა გენეტიკა?-მეეჭვებოდა.
-ხვალ წავიდეთ ექიმთან და ყველფერს გავიგებთ.. მეც მინდა ტყუპები-ახლა ლექსოც აწუწუნდა სასაცილოდ.
-აი ალექსანდრე მომჯობინდება და მერე წავიდეთ.-ვუთხარი ღიმილით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 26, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now