5

755 28 0
                                    

5 თავი.

ავდექი და შუქი ავანთე ოთახში.. 
-ხო დავიტანჯე მოკლედ ასე ბორიალით ოთახიდან ოთახში,ვინ ჯანდაბა ხარ?ან რა გინდა,რატომ არ მენახვები?- ვლაპარაკობდი და დავდიოდი ოთახებში.ისევ არავინ იყო.კარი ისევე ისე დაკეტილი დამიხვდა.-არა ნამდვილად უჩინმაჩინი შემომიჩნდა.- ვთქვი და საწოლში შევწექი.შუადღემდე მეძინა.ტელეფონი 
გაცდენილი ზარებით სავსე იყო.ჩემებს,ლაშას,შოთის და ლანას დაურეკავს.პირველი ჩემებთან დავრეკე სახლში.გიჟებს ჰგავდნენ დედა და მამა.
-სად იყავი რომ ვრეკავდით?რატო არ პასუხობდი ტელეფონს?-ჩამძახოდა მამაჩემი.
-მეძინა მამა და ზარი ვერ გავიგე,- ვიმართლე თავი.
-ასეთი რა გეძინა? წუხელ სად იყავი?ახალი წელი რომ შესრულდა,მაშინაც გირეკავდი რატომ არ აიღე,გეკითხები!- ასეთი განრისხებული მამჩემისთვის ჯერ არ მომისმენია."დამერხა" გავიფიქრე,ვერაფერს ვერ ვიფიქრებდი რაშიც დავარწმუნებდი ჩემებს,რომ ჭკვიანად ვიყავი და ტყუილად ნერვიულობდნენ.პირველი რაც მომივიდა აზრად ის მივახალე.
-დღეს საღამოს მოვდივარ სახლში.ჩათვლები ჩავაბარე და ერთ კვირიანი არდადეგები მომცეს.- თითქოს მოლბა მამაჩემი,ხმაზე შევატყე.
-მობრძანდი,მობრძანდი!- და გამითიშა.სასწრაფოდ გამოვიცვალე და კლუბში გავვარდი.დავითი უნდა მენახა და ერთ კვირიანი შვებულება 
მეთხოვა.საბედნიეროდ იქ დამიხვდა. შოთიც იქ იყო და ლაშაც.ბიჭებს მივესალმე და დავითის კაბინეტისკენ წავედი.კარებზე ფრილად დავაკაკუნე.მიხმო შემოდიო.მორიდებით შევაღე კარი. მკაცრად გამომხედა კლუბის უფროსმა და გისმენო მითხრა.
-ბატონო დავით,ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან.
-გისმენ რა მოხდა?-სიმკაცრე გაუქრა.
-ერთი კვირით უნდა გამანთავისუფლოთ.ძალიან გთხოვთ.- დავითი დუმდა,მაგრამ როგორც იქნა ამოღერღა მერე.
-მხოლოდ ერთი კვირით იცოდე!დღეს ისედაც არ ვმუშაობთ.. რვა იანვარს აქ იყავი გაფრთხილებ და თან გაითვალისწინე,ხელფასი ჩამოგაკლდება ამ ერთი კვირის.- რა დამპალია,მაგრამ ხელფასს დავეძებდი?! ჩემები დამეწყნარებინა და... 
-ძალიან დიდი მადლობა,ნახვამდის!-გახარებულმა დავტოვე კაბინეტი და ბართან მდგომ ბიჭებთან მივედი.ლაშას ახლა დავაკვირდი ცალი თვალი მსუბუქად ჰქონდა ჩალურჯებული.
-როგორ ხართ? - ვიკითხე მხიარულად.
-მე კარგად,ცოტა ლაშიკო გვყავს შეფერადებული..- მითხრა შოთიმ ღიმილით.
-შენ როგორ ხარ?- მკითხა ლაშამ და თვალი ამარიდა.
-მე არამიშავს..
-მისმინე!.. გუშინდელის გამო ძალიან ვწუხვარ.. არ უნდა შემომეთავაზებინა მოსაწევი შენთვის..
-მეც ძალიან ვწუხვარ,რომ ასეთ დღეში ხარ ახლა,- გამოვხატე მწუხარება,ოღონდ მართლა ვწუხდი მისი თვალის გამო.
-რა ბზიკმა უკბინა ბურდულს?- მკითხა შოთიმ.
-აბა მე რა ვიცი?მეც ეგ მაინტერესებს!- გავეცი პასუხი.
-მაგის სუყველაფერს რომ შევე*ი მე!- გამოცრა კბილებში ლაშამ. გულზე მომხვდა ლექსოს მისამართით ცუდი ნათქვამი.
-კაი ბიჭებო მე მივდივარ, ერთი კვირით გაბარებთ აქაურობას!
-სად ტყდები ტო?- გაიკვირვა შოთიმ.
-სოფელში უნდა ჩავიდე ჩემებთან..
-ააა.. მომენატრები!
-მეც!.. კაი ახლა გავიქეცი და დაგირეკავთ ხოლმე.-ბიჭებს დავემშვიდობე და სწრაფად დავბრუნდი სახლში,ზურგ ჩანთაში ჩავიწყე რაც აუცილებელი ტანსაცმელი მჭირდებოდა და სადგურზე წავედი.მარშუტი საღამოს ექვს საათზე გადიოდა ჩემი სოფლის მიმართულებით.ღამე იყო რომ ჩავედი,ჩემი სახლი გზატკეცილის პირასაა და მარშუტმა ჭიშკართან გააჩერა.მელოდებოდნენ უკვე ჩემები.ვნერვიულობდი,რას იტყოდნენ "ახალი ანას" დანახვისას.რა თქმა უნდა ყველამ უსიტყვოდ გაიკვირვა,მამა თვალს არ მაშორებდა,დედას ჩუმი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.ძმებმა ლამაზად ხარო მითხრეს,ჩემმა დამ მეც მინდა შენსავითო.. როგორ მომნატრებია აქაურობა,მშობლების სურნელი და და-ძმების მოფერება.სახლი სადაც გავიზარდე.სადაც ბავშვობა გავატარე და ჩამოვყალიბდი ადამიანად.სანამ სადგურზე ვიცდიდი,პატარ-პატარა საჩუქრები ყველას ვუყიდე.
სახლში რომ შევედი,ყველას სათითაოდ ჩამოვურიგე.გაეხარდათ ძალიან!როგორ ვინატრე უფრო მეტი მქონოდა და უფრო მეტი სიხარული მომეტანა მათთვის.კიდევ ერთხელ განვმტკიცდი ჩემს დასახულ მიზნეში,რომ მე წარმატებული და შეძლებული გავმხდარიყავი,რომ ბავშვობაში რაც გვაკლდა ყველაფერი ამენაზღაურებინა.მშობლებს რაც შრომა ჰქონდა გაწეული ჩვენს გაზრდა-აღზრდა-მოვლაში ცოტათი მაინც გადამეხადა მათთვის.მამამ გამოკითხა ჩამიტარა,რას ვაკეთებდი,როგორი იყო უნივერსიტეტი,რამოდენიმე გაფრთხილება და დარიგება მომცა,მერე თავზე მაკოცა და "მეიმედები"-ო მითხრა.დედას მოვეხვიე და ღრმად შევისუნთქე მისი გემრიელი და განუმეორებელი სურნელი.-ჩემი ტკბილი დედიკო..ჩემი ძლიერი დედიკო..ჩემი სიამაყე დედიკო..-ვეფერებოდი დედას თავზე და ტკბილ ლოყებს ვუკოცნიდი. ჩემმა და-ძმებმა გამახარეს,ძალიან კარგად სწავლობენ სკოლაში და მაღალ ნიშნებიანი რვეულები გადამიშალეს მაგიდაზე.ყველა რომ მოვისიყვარულე,დასაძინებლად ჩემს ოთახში წავედი,ჩემი და შემომიძვრა მეც შენთან დავწვებიო.თითქმის შუაღამემდე ვილაპარაკეთ,მთელი სოფლის და სკოლის ამბები მომიყვა.მე არ მეძინებოდა,ისეთ რეჟიმს ვიყავი მიჩვეული დილამდე არ დამძინებია.ჩემს დას გადავხედე უკვე ძინავდა,საბანი გავუსწორე,გულაღმა დავწექი და ჭერს მივაშტერდი.თავისით დამეწყო ფიქრი ლექსოზე.ყელზე ხელი მოვისვი,გუშინ რომ გამეტებით მიჭერდა.მისი სიბრაზისგან ამღვრეული თვალები დამიდგა თვალწინ და გამეღიმა.ისიც ამოტივტივდა გონებაში,სახლში რომ შემოდიოდა ვიღაც ჩუმად,ამის გახსენებაზე უსიამოვნოდ დამიარა მთელ სხეულში რატომღაც.თავი გავაქნიე,თითქოს ასე ფიქრებს გავფანტავდი.მაგრამ ისევ ბურდული იყო ჩემს მეხსიერებას ტკიპასავით მიკრული და ვერაფრით ვიცილებდი. როგორც იქნა დამეძინა...
მეორე დღეს მოვინახულე ჩემი ყველა მეზობელი... ზოგმა გამხდარი ხარო,ზოგმა შეცვლილხარო,გალამაზებულხარო,გაზრდილხარო,დაქალებულხარო.. მოკლედ შემამოწმეს თავიდან ბოლომდე.სტიპენდიაც მომილოცეს,სოფელი ამაყობს ჩემით თურმე.არადა წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩემი სტიპენდია ღამის კლუბში მიმტანად მუშაობა რომ იყო.ბ*ზად შემრაცხდდა სოფელი,როგორც იციან პროვინციულმა საზოგადოებამ.დაცემინებასაც კი გაგიჭორავენ.
სახლში საღამოს დავბრუნდი.ყველანი ტელევიზორის წინ დამიხვდა თავმოყრილი.დედას გამომცხვარი გემრიელი ნამცხვარი დაედოთ და გემრიელად შეექცეოდნენ ფერადი ეკრანის ყურებას და ნუგბარით ტკბობას.თვალებით მივუალერსე ყველას და ჩემი ძმის გვერდით დავჯექი.ფილმს უყურებდნენ და ემოციურად აღიქვამდნენ ყველა მომენტს.ვუყურებდი მათ და გული სითბოთი და სიბრალულით მევსებოდა.როგორი უბრალოები და სუფთები იყვნენ და როგორ მენანებოდა მათი გაჭირვებაში ცხოვრება.სიღარიბემ დიდი დაღი დაასვა ჩემს მეხსიერებას.განა იმიტომ,რომ რაიმეს დანაკლისს განვიცდიდი..არა!! იმიტომ,რომ ჩემი მშობლები ცდილობდნენ ყველანაირად დაეძლიათ გაჭირვება... მერე რა რომ ცხრამეტი წლისაც არ ვარ ჯერ,ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა..ვიგემე სიმდიდრეც და სიღარიბეც.. ერთხელ, როდესაც მერვე კლასში ვიყავი ჩემმა კლასელმა დაბადების დღე გადაიხადა.კლასელები დაგვპატიჟა,მე არ მინდოდა წასვლა.სკოლის ტანსაცმელის გარდა სხვა ჩასაცმელი არ მქონდა,წუწუნს ვერ დავიწყებდი,ვიცოდი მშობლებს საშუალება არ ჰქონდათ ვერაფერს მიყიდიდნენ და ჩემი წუწუნით გული ეტკინებოდათ,ამიტომ უარი განვაცხადე წასვლაზე.ბევრი სამეცადინო მოვიმიზეზე.დედას რას გამოაპარებს შვილი?! ვერც ვერაფერს!არ მოისვენა,რატომ უნდა გამორჩე შენს კლასელებს,უნდა წახვიდე მაინცო.იმდენი მოახერხა მაინც მომიძებნა და შემიხამა ტანსაცმელი,რათქმა უნდა ვიცოდი,რომ ვერ ვიქნებოდი ჩემი კლასელებივით დახვეწილი ჩაცმული.. ამიტომ ბავშვური თავმოყვარეობის გამო ამეტირა,მე ვტიროდი დედა კი განაგრძობდა ჩემს ჩაცმას.. მერე თავისთვის თუ ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა "არაუშავს.. მღვდელი ჭილოფშიც კი იცნობაო".. დაბადებისდღეზე წავედი მაინც!.. მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება ამ სიტყვებისთვის,მაგრამ დრო რომ გავიდა თანდათან გავიაზრე რასაც ნიშნავდა.. მთელი ცხოვრება მემახსოვრება დედის ეს ნათქვამი.. მთავარია ადამიანი ვარგოდეს და ერქვას ადამიანი.. ჩაცმა მეორე ხარისხოვანია.. ჩაცმა დახურვით არ უნდა შეაფასოთ ადამიანები...
-აუ დღეს რა მაგარმა მანქანამ ჩაიარა დაინახეთ?-ფიქრებიდან ჩემი ძმის ნათქვამმა გამომიყვანა.
-არა,არ დამინახავს და როგორი იყო?-ჰკითხა მეორე ძმამ.
-შავი ფერის აუდი A8,თან ისე ნელა მიდიოდა ვიფიქრე ჩვენთან აჩერებსთქო.-სახეზე წამოვხურდი შავი ფერის მანქანის ხსენებაზე.ავწრიალდი და მოსვენება დავკარგე.კუდში რომ დამყვებოდა ზუსტად იმ მანქანაზე საუბრობდნენ ახლა ჩემი ძმები.ვერაფერი ვერ ვთქვი.უბრალოდ მუხლებში კანკალი ვიგრძენი.აქ ჩამომაკითხა,რა უნდა რას დამდევს.გადავწყვიტე თბილისში რომ ჩავალ და კიდევ გამომყვეს უკან ეგ მანქანა მივალ და ახსნას მოვთხოვ მისი საქციელის გამო.
დასაძინებლად დავწექი,რაღაცნაირად ქვეცნობიერში ლოდინის შეგრძნება გამიჩნდა,რომ ჩემზე შემოჩენილი უჩინმაჩინი აქაც შემოვიდოდა და ისევ ის შეგრძნება მექნებოდა,ვიღაც,მძინარეს მიყურებდა.. მაგრამ არა!მსგავსი არაფერი მომხდარა.. მხოლოდ უცნაურმა, სურვილმა შემიპყრო.. ჩემი რაღაც ნაწილი ბურდულის ნახვას მთხოვდა.. უფრო დაზუსტებით რომ ვთქვა,მენატრებოდა... ალილო ღამემ და შობამ მშვიდობით ჩაიარა.მეორე დღეს თბილისს დავუბრუბდი.მძღოლის უკანა მხარეს ვიჯექი ფანჯარასთან და სარკიდან კარგად დავინახე,როგორ მოყვებოდა შავი მანქანა მარშუტს რომელშიც მე ვიჯექი.არა მეღადავება უეჭველი, გავიფიქრე და ცივმა ოფლმა დამასხა.საღამოს უკვე თბილისში ვიყავი.სახლში ასვლას და მოწესრიგებას ვერ ვასწრებდი,ამიტომ პირდაპირ კლუბში წავედი და სამსახურში გამოვცხადდი.ლანამ და ბიჭებმა ოვაციებით მიმიღეს, როგორც იქნა დაგვიბრუნდიო. დავითმა შორიდან დამინახა და ცერი თითი ამიწია "ყოჩაღ"-ო მანიშნა.ჩავიცვი უნიფორმა და მუშაობას შევუდექი. რათქმა უნდა ხალხით სავსე იყო კლუბი დღესაც,მაგრამ ჩემი თვალები ვისაც ეძებდნენ ის არ ჩანდა.მის მაგიდას რამოდენიმეჯერ ჩავუარე,ცარიელი იყო.თითქოს ცარიელი იყო ყველაფერი ირგვლივ ჩემთვის.იმ დღეს არ გამოჩენილა ბურდული.არც მიკითხავს ბიჭებისთვის და ლანასთვის.სახლში ნამგზავრმა, ნამუშევარმა, დაღლილ წაშლილმა დავბრუნდი.კიბეებს რომ ავუყევი გული ბაგაბუგს უმატებდა.მეშინოდა ჩემი უჩინმაჩინი იქ დამხვდებოდა,ან რაღაც მსგავსი იქნებოდა.ხელის კანკალით გავაღე კარი თვალები დავხუჭე,ხელის ფათურით შუქის ჩამრთველი მოვნახე და ავანთე,მოჭუტული თვალები ოდნავ გავხსენი და შესასვლელს მოვავლე მზერა.სიმშვიდე იყო.არაფერი შეცვლილა,მხოლოდ ყავილები დამიხვდა დამჭკნარი.ამოვისუნთქე და კარი ჩავკეტე.საძინებელში შევედი.აქ კი.. გულმა ორმაგი დარტყმა შეასრულა.. საწოლზე ისევ დამხვდა წითელი ვარდების დიდი თაიგული და პატარა კონვერტი. "მომენატრე" ეწერა შიგ.რაღაც მომენტში კი გამიხარდა უჩინმაჩინის არსებობა,მაგრამ შიშმა შემიპყრო იმის მერე რაც გავიფიქრე, იქნებდა მანიაკია მე კი მისი მსხვერპლი და სანამ გამომასალმებს სიცოცხლეს ჩემთან ასე მოქცევით ერთობათქო. ყვავილები კომოდის თავზე დავაწყე და ტანზე გაუხდელად შიშისგან აკანკალებული შევწექი საწოლში..არ მახსოვს როდის ჩამეძინა.
მეორე დღეს საღამომდე ბილიოთეკაში ვიყავი.ღამით კი ისევ კლუბში მივედი.როგორც ყოველთვის ხალხი დღესაც ბევრი იყო. დავდიოდი სინით ხელში და დამქონდა შეკვეთები.მიწევდა მოცეკვავე ბრბოში შერევაც.რამოდენიმე ნასვამმა ბიჭმა წელზეც კი მომხვია ხელი და სცადეს მათთან ერთად მეცეკვა.ერთი გადამეკიდა და ვერ ვიშორებდი,სადაც წავედი თითქმის უკან დამყვებოდა.
-შენი ხომ არაფერი მაქვს შემთხვევით?-მოვუბრუნდი როცა უკან მომყვებოდა.
-არა,რა უნდა გქონდეს?-გულწრფელად გაიკვირვა.
-აბა რას დამყვები კუდში?
-გამეცნო მინდა!-გამომიცხადა და თმაზე ხელი გადაისვა.
-მე არ მინდა! და მუშაობაში ხელს მიშლი,-ვცადე გავცლოდი.
-კაი რაა! რას მიწუნებ?ნახე როგორი ბიჭი ვარ!-მითხრა და ქუსლზე დატრიალდა.
-არ უნდა დაგელია ამდენი!- ვუთახრი და წარ აწევით ავათვალიერ-ჩავათვალიერე.
-ვითომ რათაო?
-რა რათაო,ვერ ხედავ რა დღეში ხარ?-აზრი არ ჰქონდა მისთვის მეხსნა მიმტანის წესები,რომ მასთან ამდენის ლაპარაკის უფლება არ მქონდა-წადი ახლა სახლში და გამოიძინე კარგად.-ვუთხარი და გზა განვაგრძე.გამომყვა უკან,კიდე არ მანებებდა თავს.
-რა გქვია?
-ღმერთოო რა შეგცოდე ასეთი!!-წამოვიძახე,რადგან უკვე ნერვებს მიშლიდა მისი სიახლოვე და ალკოჰოლის სუნი,რომელიც მას ჰქონდა.-თავი დამანებე თუ შეიძლება,ვმუშაობ.
-მერე მე რა ხელს გიშლი?
-ავღადავდით?
-მეტყობა რამე ღადაობის?მართლა მინდა რომ გაგეცნო.მე ტატო მქვია-მითხრა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.მის გულუბრყვილობაზე გამეღიმა,ხელი ჩამოვართვი,მაგრამ სახელი არ მითქვამს.
-სასიამოვნოა ტატო ძალიან!-შევატყე არ უნდოდა ხელის გაშვება,იდგა და უემოციო ღიმილით მიღიმოდა.
-ვხედავ მიმტანის წესებს მხოლოდ ჩემთან იცავ.-თითქმის ყურში მიჩურჩულა ბურდულმა.ავხედე,მის თვალებში მრისხანება იდგა.გულმა გაიღიმა მისი დანახვისას.
-ტატო,სხვა დროს ვისაუბროთ,ახლა უნდა დაგტოვო,სამუშაო მაქვს.-დავპირდი სხვა დროს საუბარი,იქნებ ასე მოვიშოროთქო,თან ბურდულის გაღიზიანება მინდოდა.ჩავთვალე,რომ არ ესიამოვნებოდა ეს ფაქტი.
-დაგელოდები და სახლში მე გაგაცილებ-მითხრა ტატომ და ხელი გამიშვა.სულელი! მომინდომა სახლში გამოყოლა.არაფერი მიპასუხია,უბრალოდ სწრაფად გავეცალე იქაურობას.ბურდულისთვისაც არ მომიხედავს.ბართან მივედი და ლაშას ფურცელზე დაწერილი შეკვეთა გავუწოდე.
-კლიენტს რატომ ელაპარაკებოდი?თან კერძო თემებზე!-ბარის მაგიდას მიუჯდა ლექსო,ჩემთან ახლოს იყო.ისევ ისეთი თვალებით მიყურებდა.
-და შენ რაიმე დაგიშავდა ამით?-ვკითხე და ირონია ავიკარი სახეზე.
-წესებს არღვევ!
-ახლაც,შენ რომ გელაპარაკები!-ვუთხარი ნიშნის მოგებით.ჩაეცინა.ლაშამ შეკვეთა მომცა,ლექსოს ღვარძლიანი მზერით შეხედა.სინს დავავლე ხელი და სწრაფად გავეცალე იქაურობას.
ბურდულის მაგიდასთან გაბრო შევნიშნე,ორგანულად ვერ ვიტან ამ ბიჭს.რა "იაზვა" გამოხედვა აქვს. სხვა გზა არ მქონდა უნდა მივსულიყავი და მიმტანის მოვალეობა უნდა შემესრულებინა.რადგან იმ განაკვეთზე მე ვმუშაობდი.მაგიდას რომ მივუახლოვდი თან ლექსოც მიუჯდა თავის ლამაზმანთან ერთად.ირონიუად ჩამეცინა მათი დანახვისას.
-აბა! რას ინებებთ?-ვეცადე მხიარულად გამომსვლოდა შეკითხვა.
-აუ ეს როჟა კიდე აქ არის?-ჩაილაპარაკა გაბრომ დამცინავი ტონით.სიბრაზის ვიბრაციამ დამიარა მთელ ტანში.
-თქვენდა სამწუხაროდ კი! ისევ აქ ვარ.
-მართლა,რომ სამწუხაროა,-ირონია არ დამაკლო.
-თუ არ მოგწონთ აქაურობა შეგიძლიათ მიბრძანდეთ,არავინ გაძალებთ აქ ჯდომას-ვუთხარი ისე,რომ უკვე სიბრაზეს ვერ ვმალავდი.არ გამომრჩენია ლექსოს განერვიულებული სახე და მისი გოგოს გაოცებული გამომეტყველება.
-შენ ძალიან ბევრს ტლიკინებ ხო იცი.. და მოგეხაზება ერთ დღეს-დამემუქარა გაბრო.
-ახლავე დაცვას დავუძახებ და მერე ვნახავ ვის როგორ მოეხაზება.თქვენ მე,როგორც მიმტანს.. შეურაცყოფას მაყენებთ..ამით ჩემს უფლებებს არღვევთ..
- შენი უფლებები..-მომახალა ხმამაღლა.ღრმად ჩავისუნთქე,მეშინოდა კონტროლი არ დამეკარგა,თორემ ეს ყველაფერი ჩემი სამსახურიდან გაშვებით დამთავრდებოდა."ბლოკნოტი"მოვიმარჯვე და კალამი ნერვიულად ავათამაშე.
-რას შეუკვეთავთ?!-გავიმეორე კითხვა მკაცრად და კოპებშეყრილმა.
-ვისკი!-მითხრა ბურდულმა შეცვლილი ხმით.
-მე მხოლოდ წყალი მინდა,-მითხრა ლამაზმანმა. გაბროსთვის არც შემიხედავს,მოვბრუნდი და წამოვედი. შეკვეთა ლანას გავატანე. 
-შემომაკვდება ბურდულის ძმაკაცი ხელში,-მივახალე შოთის.
-რა უნდა?
-გადამეკიდა.. დამცინავად მელაპარაკება.. შემცვალე რა გთხოვ!არ გამიშვა იქით.-მუდარა ჩამდგარი ხმით ვთხოვე მეგობარს.
-კარგი! აქ იყავი.. იცი რა ვიფიქრე? ხვალ ადრე მოვიდეთ და ბარმენობას გასწავლი.გასწავლი როგორ უნდა გააკეთო კოქტეილის "შეიქ"-ი.
-მართლა?!-სიხარულისგან წამოვიყვირე.
-ხო მართლა და აქ დადგები შენც,ჩემს გვერდით.დავითს ვეტყვი რომ დამხმარე მჭირდება.
-აუ რა მაგარია! აიი არ ვიცი რა გითხრაა.. ძალიან მაგარიაა,მადლობა შოთი.-აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.
-ხვალიდან ვიწყებთ! ვნახავ როგორი მოსწავლე იქნები.
-ძალიან დამჯერი და მონდომებული!
-მაგას მე შევაფარებ.. ახლა წადი იმუშავე,თორემ ორივეს მოგვხვდება საყვედური.
-ჰო რა მინდა გკითხო იცი?
-უცებ მითხარი..
-ბურდულთან რომ ვიყავით სახლში და ვიღაც გოგოსთან ერთად გამოცხადდა მაშინ, გახსოვს?
-კი მახსოვს! მერე?
-სტუმრები რას ულოცავდნენ?
-ის გოგო მისი დაა,გერმანიის უნივერსიტეტში ჩააბარა სამედიცინოზე და ბურდულმა წვეულება გადაუხადა ამიტომ.
-ააა!! მე კი მეგონა ნიშნობა გამოაცხადესთქო.-შოთის გაეღიმა.
-კაი რაა ღადაობ ხო?ბურდული და ნიშნობა?ბურდული და ერთი ქალი? უბრალოდ წარმოუდგენელია.. ვერ ხედავ რა დღეშია?
-ჰოდა მეც მაგიტო გკითხე,სახლში სხვა ჰყავს და აქ კიდე ვინებთან ერთად მოდის.. კაი კაი წავედი!..
სამუშაო საათები დასრულდა,გარეთ გამოვედი.თოვა დაწყებულა.ძალიან ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი.სახლში წასვლა არ მინდოდა,ძალიან დამღალა უკვე უჩინმაჩინის არსებობამ.გულში კი ვმადლობდი ყოველი საჩუქარისთვის,მაგრამ ასე გასაიდუმლებულად ყოფნა მაღიზიანებდა.ნერვებს მიშლიდა რომ სახლში ისევ შემოდიოდა,ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი.ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე ამ სახლში რაღაც დიდი ცოდვაა დატრიალებული და სული დადისმეთქი.მაგრამ სული ხომ არ გადამიხდიდა ბინის ქირას,ხომ არ გამანებივრებდა ლამაზი ყვევილებით და ხელით ნაწერი ბარათებით..ღამით მძინარეს პლედს ხომ არ დამაპარებდა.. 
ნელა გავუყევი დათოვლილ ქუჩას.ქალაქს ეძინა,ქუჩებში სიმშვიდეს დაესადგურებინა,ხანდახან თუ ჩაიქროლებდა მანქანა ადრიანად საქმეზე მიმავალი მგზავრით.თოვლის კრაჭუნის ხმა გავიგონი,ყურთა სმენას თანდათან უახლოვდებოდა ფეხის ხმა.. შიშმა ამიტანა.. 
-ისე წამოხვედი არ გითქვამს და უკან გამოგყევი...

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now