24

828 20 0
                                    

24 თავი.

შიში...
ადამიანს როდესაც შიში დაგძლევს იქ იწყება რაღაც სხვა,რაღაც ახალი.მე მაინც ვფიქრობ ყველაფრის თავი და ბოლო ამ ცხოვრებაში შიშია.ვიძახით სიყვარულია ყველაფერიო,მაგრამ თუ ჩავუკვირდებით ვნახავთ,რომ ასე არ არის. ჩვენ რაღაცის გვეშინია გამუდმებით,ჩვენ ადამიანებს არ შეგვიძლია შიშის გარეშე ცხოვრება..
როცა გვიყვარს გვეშინია მისი დაკარგვის.. როცა არ გვიყვარს ან არ ვუყვარდებით მაშინაც გვეშინია,ოღონდ მარტოობის.როცა ვიცინით და კარგ განწყობაზე ვართ უცებ მოგვაფიქრდება რაიმე ცუდი არ გავიგოთ,აქაც შიშია. როდესაც ცუდათ ხარ და უბედური ხარ,კიდევ იმის შიში გიპყრობს,რაიმე უარესი არ მოხდეს. შიში ჩვენი თანამგზავრია სანამ ცოცხლები ვართ!ყველაზე მამაც ვაჟკაცსაც აქვს ეს გრძნობა და განცდა...
იარაღი რომ ვერ ვნახე უჯრაში საშინელმა შიშმმა მომიცვა.. ენით აუღწერელმა,ყველაფრის დანგრევის შიშმმა შემიპყრო.
მიცახცახებდა ხელები და ყველა კუნთი.ზაფხულის ცხელი ღამე იყო,მაგრამ მე მციოდა.. გამეყინა ხელები..ცხვირი.. მთლიანად ვიყინებოდი ვგრძნობდი.. 
ჩაფიქრებულმა ჩუმად მივხურე მანქანის კარი.ტირილი მინდოდამაგრამ ვერ ვტიროდი.ყავარჯნებზე დაყრდნობილი სახლში შევედი და მისაღებ ოთახში დივანზე დავჯექი.კიბეებზე ასვლის თავი არ მქონდა,რომ საძინებელში დავბრუნებულიყავი.უამრავმა ცუდმა აზრმმა გამირბინა ფიქრში და შესაბამისად ცუდის მოლოდინში ვიყავი.
საათს გავხედე დილის ხუთი დაიწყო.ადგილზე ვერ ვჩერდბოდი.ავდექი, თაბაშირიანი ფეხით და ყავარჯნებით ბოლთას ცემა დავიწყე.
შემოსასვლელი კარის ხმა შემომესმა,გავშეშდი ერთ ადგილას,თვალები დავქაჩე და კისერი დავიგრძელე მოუთმენლობისგან და მოლოდინისგან. 
-ანა აქ რას აკეთებ? რატომ არ გძინავს?-მკითხა ახლად შემოსულმა ბურდულმა გაოცებით და ჩემკენ გამოემართა.
-საწოლში არ იყავი,მოგიძიე და ვერ გნახე,ტელეფონი გამორთული გქონდა,ავნერვიულდი.. ვიფიქრე მანქანაში იქნებოდი,იქაც არ დამიხვდი-ვერ ვუთხარი პირდაპირ ჩემი ვარაუდი თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო.
-ვერ დავიძინე და რეზოსთან ვიყავი ჯიხურში.. ნარდი ვეთამაშე-ახლოს დამიდგა და მკლავებზე მომკიდა ხელები-ანა!.. ვიცი რასაც ფიქრობ ახლა,ისიც ვიცი პისტოლეტი რომ მოიძიე იქ და არ დაგხვდა.. აღარ მაქვს უკვე იარაღი,მორჩა შვეშვი მაგ საქმეს.-მითხრა და აციმციმებული თვალები მომანათა.
-მართლა ალექსანდრე?-ქვედა ტუჩი ამითრთოლდა.
-მართლა ჰო!-გამიღიმა.
-მე კიდე რა არ ვიფიქრე.. 
-ვიცი,რომ დაგინახე მივხვდი რაც გქონდა ნაფიქრი.
-შენ მართლა ამბობ მაგას?-დაჯერება მიჭირდა მისი ნათქვამის.
-რომ შევეშვი?.. ანა,არ დავუშვებ,რომ ჩემი ცოლ-შვილი ჩემს გამო განსაცდელში ჩავარდეს,თუნდაც ასი პროცენტით ვიყო ჩემს შესაზლებლობებში დარწმუნებული... ეს მხოლოდ შენს გამო გადავწყვიტე,მინდა ჩემს გვერდით ბოლომდე მშვიდად იყო და ბედნიერი ოჯახი გვქონდეს.-მითხრა და მაკოცა. 
-უკვე უზომოდ ბედნიერი ვარ ლექსო!-ვუთხარი ტირილით,სიხარულის ცრემლები ამბორით მომიწმინდა ბურდულმა,ხელში ამიყვანა და კიბეებზე ისე ავიდა.
-აუ როდის მოგირჩება ეგ ფეხი რაა.. ვერ გგუობ ასე-დაიწუწუნა ლექსომ.
-კარგი ჰო ამიტანე ახლა ეს რამოდენიმე კვირა და მერე ვივლი ჩემით-ვითომ მეწყინა.
-სულელო მთელი ცხოვრება ხელში აყვანილს გატარებ,უბრალოდ ძალიან მომენატრე.-ცხვირი ლოყაზე გამიხახუნა და მაკოცა.
-მერე აქ არ ვარ?!-გავიშტერე თავი ვითომ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
-ოჰ! კაი ახლა.. ნუ ცუღლუტობ!-გაეცინა და საწოლზე დამსვა.
-ალექსანდრეე!-დავუძახე ჩუმათ.
-გისმენ!
-მიყვარხარ ძალიან,ყველაზე და ყველაფერზე მეტად-ვუთხარი და სახეზე ხელები ჩამოვუსვი.
-მეც ჩემო დედოფალო!.-მითხრა ღიმილით და ბაგეები დამიკოცნა ჟრუანტელით. ხელი მომხვია და მის მკერდზე მიმიხუტა,ასე ჩამეძინა მისი გულის ფეთქვის ხმაში.

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now